ამინდისაბერძნეთი

მეტეოროლოგების გაფრთხილება! – ძლიერი წვიმა და შტორმული ქარიშხალი საბერძნეთში გამოსასვლელ დღეებში

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური / EMY გაფრთხილებას ავრცელებს ამინდის გაუარესების თაობაზე ძლიერი წვიმით და შტორმით და სამხრეთის ძლიერი ქარით.

ბარომეტრიული მინიმუმი საბერძნეთში ძალაში იქნება მომდევნო ორი დღის განმავლობაში –  6 იანვრის (შაბათი) შუადღიდან – 7 იანვრის (კვირა) საღამომდე.

შაბათი, 6 იანვარი

  • გვიანი საღამოდან იონიის კუნძულებზე, ეპირში, ცენტრალური საბერძნეთის დასავლეთ ნაწილსა და დასავლეთ პელოპონესზე, პროგნოზის თანახმად, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი.
  • ბოფორტის სკალით 7-8 ბალი სიმძლავრის სამხრეთის ქარები იქროლებს შუადღიდან იონიის ზღვაზე და დღის მეორე ნახევარში – ეგეოსის ზღვაზე, ღამით კი ზოგიერთ ადგილას ქარის სიმძლავრე 9 ბალამდე გაიზრდება.

კვირა, 7 იანვარი

ძლიერი წვიმა და შტორმი დასავლეთ საბერძნეთში (იონიის ზღვა, ეპირი, დასავლეთ სტერეა, დასავლეთ და სამხრეთ პელოპონესი) შუადღემდე გაგრძელდება, საღამოს კი შესუსტდება. გამთენიიდან ძლიერი წვიმა და ქარიშხალი დაატყდება თავს აღმოსავლეთ მაკედონიას, თრაკიას და შესაძლოა ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულებსაც, დღის მეორე ნახევარში ზოგიერთ ადგილას ამინდი გაუმჯობესდება.

ზღვებზე იქროლებს სამხრეთ/სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების 7-8 ბალის სიძლიერის ქარი, დილით რაღაც პერიოდში  ქარის სიმძლავრე ბოფორტის სკალით 9 ბალამდე მოიმატებს. ზოგან ბოფორტის სკალით 9 ბალი.

გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებით ძლიერი სამხრეთის ქარები გავლენას ახდენს საზღვაო მოძრაობაზე. კარგი ამინდისა და სეზონისთვის საშუალოზე მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ბერძენი მეტეოროლოგები მომავალ კვირას უამინდობას პროგნოზირებენ – საგრძნობლად დაბალი ტემპერატურით და თოვლით.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close