ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

საფრანგეთში ქმრის მკვლელობის ბრალდებით 5 შვილის დედა, 28 წლის ქართველი ქალი დააკავეს – ახალი დეტალები

საფრანგეთის ქალაქ ტულონში ქმრის მკვლელობის ბრალდებით ქართველი ქალი დააკავეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს და წერს, რომ ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლისაა, სახელად ლანა, რომლის გვარის მარტო პირველ ინიციალს ასახელებენ – K. 5-ვე ბავშვი, ყველა მცირეწლოვანი, ტულონის პროკურატურამ ბავშვთა სოციალური დახმარების სამსახურის მზრუნველობის ქვეშ გადაიყვანა.

როგორც „კურიერმა“ გაარკვია, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლანა ხუნწარიაა, მოკლული კი – 31 წლის მარად სურმანიძე.

ფრანგული მედიის ცნობით, 17 დეკემბერს გვიან ღამით მცირეწლოვანმა ბავშვებმა მეზობელს დაუკაკუნეს და უთხრეს, რომ მათ მშობლებს შორის „დიდი ჩხუბი“ იყო, რის შემდეგაც მეზობელი ქალი მათ ბინაში შევიდა და ძირს მწოლიარე კაცი დაინახა, რომელიც არ სუნთქავდა. მეზობელმა პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებს ახალგაზრდა კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი გაგუდული იყო.

მედია ასევე აღნიშნავს, რომ მკვლელობაში ბრალდებული ქალი ქმრის მიერ 2022 წლის აგვისტოში ჩადენილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა პროცედურა მას შემდეგ გაუქმდა, რაც მსხვერპლმა ძალადობის შემთხვევა უარყო.

ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობლებმა „კურიერს“ დაუდასტურეს, რომ წყვილს შორის კონფლიქტი საქართველოში ყოფნის დროსაც ხშირად ხდებოდა.

„მთა­ვარ არხთან“ სა­უ­ბარ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ქა­ლის დედა – ეკა­ტე­რი­ნე ხა­რე­ბა­ვა აცხა­დებს, რომ მისი სიძე წამალზე დამოკიდებული იყო და ცოლ­ზე ძა­ლა­დობ­და.

„ინ­ვა­ლი­დი შვი­ლი ჰყავ­დათ და ამის გამო წა­ვიდ­ნენ უცხო­ეთ­ში. თურ­მე ჩემს შვილ­ზე ძა­ლა­დობ­და, წამალდამოკიდებული გამ­ხდა­რა და ფულს სთხოვ­და, სულ ჩხუ­ბი ჰქო­ნი­ათ. მაგ­რამ ჩემი შვი­ლი ერთი პა­ტა­რა, ჭია გო­გოა, ათა­სი დარ­დი და პრობ­ლე­მა გა­მოვ­ლი­ლი, რო­გორ შე­ეძ­ლო, ბიჭი გა­ე­გუ­და. არ­სად გაქ­ცე­უ­ლა. ად­გილ­ზე აიყ­ვა­ნეს ჩემი შვი­ლი. მირ­ჩევ­ნია დღეს ჩემი შვი­ლი იყოს მკვდა­რი, ვიდ­რე სიძე. არ მინ­და ასე­თი სირ­ცხვი­ლით ცხოვ­რე­ბა, ბავ­შვებს რა უნდა ვუ­თხრა?!

ამ ჩემს სი­ძეს დიდი დოზა ხომ არ ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი და ამით მოკ­ვდა. ხომ არის, რომ მერე ცუდად ხდებიან ხოლმე“.

ტუ­ლო­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი და მომ­ხდა­რი დაწ­ვრი­ლე­ბით აღ­წე­რა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი წყვი­ლის 5 ბავ­შვი ტუ­ლო­ნის ბავ­შვთა სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს გა­დას­ცეს. ხუ­თი­ვე ბავ­შვი შინ იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა და­ზუს­ტე­ბით უც­ნო­ბია, შე­ეს­წრნენ თუ არა ისი­ნი და­ნა­შა­ულს. გა­მო­ძი­ე­ბა მკვლე­ლო­ბის მუხლით და­ი­წყო. დაგეგმილია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექსპერტიზა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close