დღის თემასაზოგადოებასაქართველო

„საძმო სასაფლაოზე ვკრძალავთ, გმირები იქ იმარხებიან“ – აფხაზეთიდან 23 ადამიანი გადმოასვენეს

7 დეკემბერს თბილისში, სამების ტაძარში, აფხაზეთიდან გადმოსვენებული 23 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. აფხაზეთის ომის შემდეგ ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ. მათგან 21 მებრძოლი, 2 კი მშვიდობიანი მოქალაქეა. 17 მებრძოლის ცხედარი თბილისში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, სხვები – საგვარეულო სასაფლაოზე.

დალი სანაიას წინ ხუთი კუბო დევს, ბიძის გიგუშა სანაიასი და ბიძაშვილების – გოჩა და გიორგი სანაიების. ცოტა მოშორებით კიდევ ორი სასახლეა.

„მამაჩემის ძმა და მისი ორი შვილი გადმოასვენეს. მათი დედა და ბებია ჯერ ისევ აფხაზეთში არიან დაკრძალულები. მთელი ოჯახი ამოწყდა, ჩვენ დავრჩით ჭირისუფლები. ბიჭები გვარდიაში იყვნენ და კინდღში შეტაკებისას დაიღუპნენ. ვარჩელები ვართ, მთელი სოფელი ერთად მოვდიოდით, ისინი მანქანებით იყვნენ და რაღაც მონაკვეთიდან გზა ვეღარ გააგრძელეს. მამაკაცები ყველა დახოცეს, ზოგი ქალიც. დანარჩენი ქალები გაძარცვეს და გამოუშვეს. იმ დღეს ალბათ 30-მდე ადამიანი დაიღუპა. მე ერთი საათით ადრე ბავშვებთან ერთად წამოვედი ფეხით და ამიტომ გამოვასწარი, – ამბობს დალი სანაია, – ბიძაჩემის ცოლის ძმისშვილებიც გადმოასვენეს, სპარტაკ და კახაბერ ზარანდიები, ისინიც ვარჩელები, 20 და 18 წლისები იყვნენ, სამხედროები, კოდორის ხიდს იცავდნენ.

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close