მედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების თვითგანადგურების გზას მიაგნეს – დიდი გარღვევა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში

მეცნიერებმა მიაგნეს „ავარიულ გადამრთველს“ (‘kill switch’), რომელიც სიმსივნურ უჯრედებს თვითგანადგურების სიგნალს უგზავნის. ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა, მისი ავტორების თქმით, არის „პოტენციური ორმაგი დარტყმა სიმსივნეზე“, რადგან კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების შექმნის შესაძლებლობასთან ერთად ხელს შეუწყობს უკვე არსებული ინსტრუმენტების სრულყოფას, როგორიცაა იმუნოთერაპია.

კალიფორნიის უნივერსიტეტის დევისის კიბოს კომპლექსური კვლევის ცენტრის მკვლევრებმა CD95 რეცეპტორზე აღმოაჩინეს ცილა, რომელსაც შეუძლია სიმსივნური უჯრედები თვითგანადგურებაზე დააპროგრამოს. ამის შესახებ Eurekalert-ი წერს. CD95 რეცეპტორებს, რომლებიც, აგრეთვე, Fas-ის სახელითაც არის ცნობილი, „სიკვდილის რეცეპტორებს“ უწოდებენ. ისინი უჯრედის მემბრანაზე არიან განლაგებული და აქტივაციისას უჯრედებს თვითგანადგურების სიგნალს უგზავნიან. მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ CD95 რეცეპტორების სათანადო უბნის იდენტიფიცირებას მათ სამართავად. ცილის უბნის, ეპიტოპის იდენტიფიკაცია, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს თვითგანადგურების სიგნალს უგზავნის, ბოლოს და ბოლოს, ამ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა.

ამრიგად, ახლა უკვე ჩნდება სიმსივნეზე პირდაპირი შეტევის შესაძლებლობა ახალი მეთოდით, აგრეთვე, ახალი აღმოჩენა იმუნოთერაპიული მიდგომების სრულყოფის საშუალებასაც იძლევა. მაგ., წინა კვლევებიდან ცნობილია, რომ CD95 რეცეპტორების მიერ სიგნალების გადაცემას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს CAR-T თერაპიის წარმატებისთვის.

ახლა მეცნიერთა წინაშე დგას ამოცანა, შეიმუშაონ ანტისხეულები, რომლებიც ამორჩევით დაუკავშირდებიან CD95-ს ეპიტოპს სიმსივნეზე  შეტევისთვის. ასეთი მიდგომა საშუალებას მისცემს მათ, იმუნოთერაპია სოლიდური სიმსივნეების შემთხვევაშიც გამოიყენონ. დღეისათვის ამ ტიპის მკურნალობის ეფექტიანობა შეზღუდულია სოლიდური სიმსივნეების მიკროგარემოცვის გამო, რომელიც იმუნურ უჯრედებს სიმსივნეში შეღწევის საშუალებას არ აძლევს.

ავთვისებიან სიმსივნეს, ჩვეულებრივ, ქირურგიული გზით, ქიმიოთერაპიით და სხივური თერაპიით მკურნალობენ. ამ მეთოდებმა თავიდან შესაძლოა იმუშაოს, თუმცა ზოგ შემთხვევაში თერაპიის მიმართ მდგრადი კიბოს რეციდივი ხშირია, ანუ სიმსივნე ისევ ჩნდება. იმუნიოთერაპიამ, როგორიცაა იმუნური თერაპია  CAR-Т-უჯრედების  და ანტისხეულების საფუძველზე, რომლებიც იმუნური საკონტროლო წერილების რეცეპტორების მოლეკულებს ააქტიურებენ, ამ ციკლის (კიბოს ხელახლა გაჩენის) გაწყვეტის უზარმაზარი პერსპექტივები აჩვენა, თუმცა იმუნოთერაპია ძალიან ცოტა პაციენტს ეხმარება, განსაკუთრებით სოლიდური სიმსივნეების დროს, როგორიცაა: საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლის სამმაგნეგატიური სიმსივნე (TNBC), ფილტვის და კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეები.

„მათ ხშირად ცივ სიმსივნეებს უწოდებენ, რადგან იმუნიტეტის T-უჯრედებს უბრალოდ არ შეუძლიათ მათ მიკროგარემოცვაში შეღწევა, რათა თერაპიული ეფექტი აჩვენონ, – განაცხადა პროფესორმა ჯოგენდერ ტუშირ სინგჰმა, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის და იმუნ­ოლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი და კვლე­ვის უფ­რო­სმა ავ­ტო­რმა. – … ჩვენ გვჭირდება სივრცე, რომ Т-უჯრედებმა სიმსივნეში შეაღწიონ“.

ამ პერსპექტივას ახლა ახალი აღმოჩენა იძლევა. წამლების შექმნა, რომლებიც სიკვდილის რეცეპტორების აქტიურობას გაზრდის, მნიშვნელოვანი იარაღი გახდება სიმსივნეების წინააღმდეგ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close