ვიდეოპოლიტიკასაზოგადოება
რა ინფორმაცია არსებობს ორი ეთნიკური ქართველის შესახებ, რომლებიც ჰამასის თავდასხმის შემდეგ გაუჩინარდნენ (ვიდეო)
როგორც nostal.ge წერდა ისრაელის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელში, ღაზის სექტორთან საზღვრის სიახლოვეს, „ნოვას“ მუსიკალური ფესტივალის ადგილზე 260-ზე მეტი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. ტერორისტებმა ფესტივალის მონაწილეთა ნაწილი მძევლად აიყვანეს და მათი შემდგომი ბედი ამჟამად უცნობია.
მათ შორისაა ორი ეთნიკური ქართველი, შლომი კიკოზაშვილი და თამარ გოლდბერგი.
შლომი კიკოზაშვილი ფესტივალის დაცვის თანამშრომელი იყო. 14 ოქტომბერს, დილით ოჯახს ისრაელის თავდაცვის უწყებიდან მიუვიდა ცნობა, რომ კიკოზაშვილი გატაცებულია და ტყვეობაშია.
ამავე ფესტივალიდან გაუჩინარდა ისრაელში მცხოვრები წარმოშობით ქართველი თამარ გოლდბერგი,რომელსაც ოჯახი უშედეგოდ ეძებს და მისი ცოცხლად პოვნის იმედი აღარ აქვს.
კომენტარები