პოლიტიკასაქართველო

„ამისთანას რას თამაშობს ბიძინა, რომ ყველას ბიძინას თამაშად ეჩვენება ყველაფერი ის, რასაც თვითონ არ თამაშობს?“ – დავით ზურაბიშვილის „ანთოლოგია“

„ამისთანას რას თამაშობს ბიძინა, რომ ყველას ბიძინას თამაშად ეჩვენება ყველაფერი ის, რასაც თვითონ არ თამაშობს?“ – კითხულობს ყოფილი დეპუტატი, ანალიტიკოსი და მწერალი დავით ზურაბიშვილი  და ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოთქმული ოპოზიციური მოსაზრებების საინტერესო „ანთოლოგიას“ გვთავაზობს.

„ესე იგი, რასაც მე ვუყურებ:

ერთნი ამტკიცებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ბიძინას თამაშს თამაშობს.

მეორენი ფიქრობენ, რომ ვინც სალომეს არ უჭერს მხარს, ის თამაშობს ბიძინას თამაშს.

ერთნი ამტკიცებენ, რომ პარლამენტს ვინც არ ტოვებს, ბიძინას თამაშს თამაშობს.

მეორენი ფიქრობენ, რომ ვინც პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს დეპუტატებს, მისდა უნებლიედ ბიძინას თამაშს თამაშობს.

ერთნი ამტკიცებენ, რომ ბიძინას აწყობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ვინც ამაში ეხმარება, ის ბიძინას თამაშს თამაშობს.

მეორენი დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინას არ უნდა კანდიდატის სტატუსი და ვინც სტატუსის მიღების წინააღმდეგია, ის თამაშობს ბიძინას თამაშს.

ერთნი ფიქრობენ, რომ ვინც „ნაცმოძრაობას“ თავს ესხმის, ბიძინას თამაშს თამაშობს,

თუმცა მეორენი ამტკიცებენ, რომ რეალურად სწორედ „ნაცმოძრაობა“ თამაშობს ბიძინას თამაშს.

ერთნი ფიქრობენ, რომ ე. წ. მესამე ძალაზე პრეტენზიას ვინც აცხადებს, ყველა ბიძინას თამაშს თამაშობს.

მეორენი კი დარწმუნებულები არიან, რომ ვინც მესამე ძალის ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგება, ის თამაშობს ბიძინას თამაშს.

ამოცანა გვეკითხება: ამისთანას რას თამაშობს ბიძინა, რომ ყველას ბიძინას თამაშად ეჩვენება ყველაფერი ის, რასაც თვითონ არ თამაშობს?

P. S. მე მგონი ეს სტატუსი რომ დავწერე, ვიღაცის აზრით ალბათ მეც ბიძინას თამაში ვითამაშე. #ფუიეშმაკს #ჯვარიაქაურობას“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close