ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 7 – 13 აგვისტო

2023 წლის აგვისტო სავსემთვარეობით დაიწყო და თვის პირველი ნახევრის განმავლობაში მთვარე შემცირების ფაზაში იქნება. ამ პერიოდში დომინირებს ძლიერი ენერგიები და 2023 წლის 7-დან 13 აგვისტომდე, როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, გარკვეულწილად ყველა იგრძნობს მათ გავლენას. აქტიური მოქმედების სურვილს აპათია ჩაანაცვლებს, პოზიტიურ განწყობას – სევდიანი ფიქრები, ბიზნესში კი სირთულეები შეიძლება წარმოიშვას… მაგრამ კლებად მთვარეს მოაქვს არა მხოლოდ ნეგატიური მოვლენები, არამედ ეს დრო შესანიშნავია გეგმების დასასახავად და მათი განხორციელების გზების მოსაძებნად. უკვე შესაძლებელია (და აუცილებელიც!) იზრუნოთ თქვენს შემოდგომის გარდერობზე, მოამზადოთ ბავშვები სკოლისთვის და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხებიც გადაჭრათ. ეს კვირა კატეგორიულად არ არის შესაფერისი პირადი და ფინანსური საქმეებისთვის, ამიტომ უარი თქვით ამ სფეროებში რაიმე მნიშვნელოვან აქტივობებზე

 

ვერძი

კვირის პირველ ნახევარში მოვლენები შეუფერხებლად და მშვიდად წარიმართება როგორც სამსახურში, ისე სახლში. თუ მცირე კონფლიქტი გექნებათ, ის აუცილებლად თავისთავად ჩაცხრება. ვარსკვლავები გარანტიას გაძლევენ, რომ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გაქვთ, დაასრულებთ და კონკურენტებს უკან მოიტოვებთ. კვირის მეორე ნახევარი ცოტა რთული და დაძაბული იქნება. შეეცადეთ, არაფერი გარისკოთ, რადგან შეიძლება ბევრი დაკარგოთ. გამოიყენეთ მთელი თქვენი კრეატიულობა, რათა კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ ირგვლივ მყოფებზე. შაბათ-კვირა ოჯახს დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 11.

 

კურო

ამ კვირაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, არ ისაუბროთ თქვენს გეგმებზე, ნუ გაკიცხავთ ხელმძღვანელებსა და კოლეგებს. ზოგადად, ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი გააკეთეთ. პარასკევს მცირე გაუგებრობები დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს თქვენგან, მაგრამ ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. სიკეთე და თანაგრძნობა თქვენი ძლიერი მხარეა. ნებისმიერი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის მცირე თანხის შეწირვა, ფიზიკური დახმარება დიდ სიხარულს და სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. შაბათ-კვირას წვრილმანებში დათმობა ხელს შეუწყობს თქვენს ოჯახში მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებას.

სასიკეთო დღეები: 8, 13.

არასასიკეთო დღე: 9.

 

ტყუპი

ამ კვირაში მოსალოდნელია პროფესიული წინსვლა და წარმატებები. სამსახურში ბევრი მტკივნეული პრობლემა თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება, თუნდაც მცირედით. ზოგიერთ თქვენგანს წინ კომერციული მოგზაურობები ელოდება, რომელთა შედეგებიც დადებითი იქნება, თუ განწყობის საწინააღმდეგოდ, აქტიური იქნებით. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი იმაზე უკეთ მიდის, ვიდრე წარმოიდგენდით. მარტოხელა ტყუპებს არ გაგიკვირდეთ, თუ სიყვარულში გამოგიტყდებიან და თითზე ბეჭედს გაგიკეთებენ. შაბათ-კვირას მეტი ისეირნეთ და დაისვენეთ, მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს.

სასიკეთო დღეები: 7, 12.

არასასიკეთო დღე: 8.

 

კირჩხიბი

ეს კვირა შეიძლება ძალიან ემოციური იყოს თქვენთვის, რადგან სავსე იქნება საინტერესო მოვლენებით, შეხვედრებით, საუბრებით. საზოგადოებაში უფრო ხშირად ყოფნისა და ირგვლივ მყოფების გაცნობის სურვილი გაგიჩნდებათ. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი მთელი კვირის განმავლობაში მაღალ დონეზე იქნება, მაგრამ მაინც, სამსახურში კარგად დაფიქრდით, სანამ რამე მნიშვნელოვან დოკუმენტს მიაწერთ ხელს ან რამე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ. მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდენით, რადგან სხვების დახმარებას შეუძლია ზიანი მოგაყენოთ, რისი გამოსწორებაც მოგვიანებით გაგიჭირდებათ. ხუთშაბათს პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები გაგახარებთ. შაბათი შესანიშნავი დღეა ტყეში სასეირნოდ და  აგარაკზე პიკნიკების მოსაწყობად.

სასიკეთო დღეები: 9, 13.

არასასიკეთო დღე: 8.

 

ლომი

ამ კვირაში სავარაუდოა სიტუაცია, როდესაც რაღაცის რადიკალურად შეცვლა მოგიწევთ. არ არის გამორიცხული, საქმე შვებულებიდან სამსახურში სასწრაფოდ დაბრუნებას ეხებოდეს. ნუ ეცდებით, ერთბაშად მოაგვაროთ საკუთარი და სხვისი პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში კვირის ბოლოს ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ. ოთხშაბათს ცნობისმოყვარეობა კარგს არაფერს გპირდებათ, ეცადეთ, თავი შეიკავოთ და სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ. პარასკევს არ გადადოთ შემდეგისთვის ის, რაც ამ დღისთვის გაქვთ დაგეგმილი. ბევრ თქვენგანს პირად ცხოვრებაში სასიხარულო ამბები ელოდება.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 10.

 

ქალწული

ამ კვირაში ყველაფერი საათივით აეწყობა და სერიოზულ დაბრკოლებებს არ წააწყდებით, ამიტომ ეცადეთ, არ ინერვიულოთ, თუნდაც დამატებითი ტვირთი დაგეკისროთ. პოზიტიურ ემოციებზე გადაერთეთ. იფიქრეთ თქვენს ქმედებებზე მცირე დეტალებამდე – ასე უფრო გაგიადვილდებათ გეგმების განხორციელება. ხშირად გაიღიმეთ, გამოიყენეთ ხელსაყრელი მომენტი კონტაქტების დასამყარებლად, დაუკავშირდით ახლობლებს და შეეცადეთ, მოინახულოთ ისინი. და, რა თქმა უნდა, დაისვენეთ, ისიამოვნეთ ზაფხულით, გაერთეთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 11, 12.

არასასიკეთო დღე: 7.

 

სასწორი

ეს კვირა განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება მათთვის, ვინც განათლების სფეროსთან არის დაკავშირებული. მათ ვარსკვლავების გავლენის გამო კარიერული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობები ექნებათ. მათ კი, ვინც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უმუშევარია, შეიძლება შესაფერისი სამუშაო შესთავაზონ ღირსეული ხელფასით. ბევრი თქვენგანი პერსპექტიულ შეთავაზებებს მიიღებს კოლეგებისა და მეგობრებისგან. სავარაუდოა, რომ შესამჩნევად შეავსებთ თქვენს ბიუჯეტს მომგებიანი ინვესტიციების წყალობით. მთელი კვირის განმავლობაში უფრო მეტად დაეყრდენით თქვენს გამოცდილებას, მოვლენების გამოთვლასა და სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარს, გახსოვდეთ, რომ იმპროვიზაციები წარუმატებლობისთვისაა განწირული.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 11.

 

მორიელი

ვარსკვლავების გავლენის გამო ამ კვირაში დიდი შანსია, რომ  სამსახურში მოულოდნელი შემოთავაზებები მიიღოთ. იმუშავეთ თქვენი წარმატებისთვის, ახლა ძალიან ხელსაყრელი პერიოდი დადგა კარიერული წინსვლისთვის, მაგრამ, ამავე დროს, აკონტროლეთ თქვენი ემოციები, ნუ მიიყვანთ კამათს და აზრთა სხვადასხვაობას კონფლიქტურ სიტუაციამდე. თუ დაგჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ დახმარება სთხოვოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ენდობით. ყველაფრის დამოუკიდებლად კეთების მცდელობა მხოლოდ დავალებას გაგირთულებთ, გუნდური მუშაობა კი უკეთესი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. თქვენს საქმიან თვისებებს შენიშნავენ და დააფასებენ.

სასიკეთო დღეები: 8, 11.

არასასიკეთო დღე: 12.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში ვარსკვლავთა ერთი ნაწილის გავლენა ხელს შეუწყობს ირგვლივ მყოფებთან თქვენი ურთიერთობის გაუმჯობესებასა და კარიერულ წინსვლას. არ მისცეთ თავს მოდუნების უფლება სამსახურში, არ დაიბნეთ და თქვენი გამჭრიახობა თვალნათლივ აჩვენეთ. ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს. ისიამოვნეთ კონტაქტებითა და შეხვედრებით, მაგრამ საყვარელი ადამიანებისთვის ყურადღების მიქცევა არ დაგავიწყდეთ. ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად გატარებული შაბათ-კვირა არაჩვეულებრივი იქნება.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თხის რქა

ეს კვირა საკმაოდ იღბლიანი პერიოდია თქვენთვის. შეეცადეთ, უფრო აქტიური და პოზიტიური იყოთ, თანმიმდევრულად აკეთოთ საქმეები, გადადგათ ნაბიჯები და თქვენი მიზნების მიღწევაზე  კონცენტრირდეთ. შედეგად, კვირის ბოლოს მიხვდებით, რომ ბევრი რამ გააკეთეთ და მიაღწიეთ იმას, რაზეც ოცნებასაც ვერ ბედავდით. კვირის ბოლოს საკმარისი დრო გექნებათ ოჯახისთვის და მეგობრებთან შეხვედრებისთვის. შესაძლებელია ჯანმრთელობის მცირე პრობლემები, ამიტომ დაიცავით სიფრთხილის ზომები. სხვა არაფერი შეგიშლით ხელს, რომ ეს პერიოდი სასიამოვნოდ და თქვენთვის სასარგებლოდ გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 8, 9.

არასასიკეთო დღე: 13.

 

მერწყული

ამ კვირაში საინტერესო შეხვედრებითა და შემოქმედებითი აღმავლობით ისიამოვნებთ, რაც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას მრავალფეროვანს გახდის. ბევრი სამუშაო გექნებათ, ხელმძღვანელობა შეამჩნევს თქვენს ძალისხმევას და მიღწეულ ეფექტურ შედეგებს, რაც დადებითად აისახება თქვენს კარიერულ წინსვლაზე. ზოგადად, რაც უფრო მეტ ძალისხმევას გასწევთ ამ პერიოდში, მით მეტს მიაღწევთ მომავალში. შეეცადეთ, შაბათ-კვირა ოჯახს დაუთმოთ და მათთან ერთად სადმე მშვიდ გარემოში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 7, 13.

არასასიკეთო დღე: 8.

 

თევზები

ამ კვირაში იგრძნობთ, რომ დროა თქვენს ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ. კონფლიქტური სიტუაცია და ფარული უკმაყოფილება დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს. ამ პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი იქნება თქვენი ნაკლოვანებები, შეეცადეთ, ძალიან მტკივნეული რეაგირება არ გქონდეთ თქვენ მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე, ეს გაივლის და კიდევ რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდებით სრულყოფილებას. მართეთ თქვენი ემოციები, სულ მცირე, მათი გულისთვის, ვინც გიყვართ და ვისთანაც ახლოს ხართ. პოზიტიური განწყობა თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

სასიკეთო დღეები: 9, 11.

არასასიკეთო დღე: 12.

 თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close