იტალიაპოლიტიკა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი როკ-ჯგუფ PLACEBO-ს ლიდერს სასამართლოში უჩივის

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ბრიტანული როკ-ჯგუფის – Placebo-ს ლიდერ ბრაიან მოლკოს შეურაცხყოფასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ გაზეთი La Stampa წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მელონიმ მუსიკოსის წინააღმდეგ სარჩელი ტურინის სასამართლოში შეიტანა. ამის მიზეზი კი ქალაქში 10 ივლისს გამართული Placebo-ს კონცერტი გახდა, რომელზეც მოლკომ პუბლიკას იტალიურ ენაზე მიმართა, მელონის მიმართ უცენზურო ლექსიკა გამოიყენა და პრემიერს „ფაშისტი, რასისტი და ნაცისტი“ უწოდა. ამასთან, მუსიკოსმა არაბინარული და ტრანსგენდერი ადამიანების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და მათი დაცვის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ტურინის პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიმართულებით დაიწყო.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close