მსოფლიოპოლიტიკა

უკრაინა ამიერიდან შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს – ზელენსკიმ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 ივლისს ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, შობის დღესასწაულის ოფიციალური თარიღი 7 იანვრიდან 25 დეკემბერს გადმოიწევს.

კანონის განმარტებით შენიშვნაში ნათქვამია, რომ ცვლილების მიზანი „რუსული მემკვიდრეობის მიტოვებაა“. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია შობას 7 იანვარს აღნიშნავს.

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კრება არ დაეთანხმა ომის შესახებ რუსეთის პატრიარქ კირილის პოზიციას და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებაში ცვლილებები შეიტანა.

„კრება გმობს ომს, როგორც ღვთის მცნების – „არა კაც კლა!“ – დარღვევას და თანაუგრძნობს ყველას, ვინც ომში დაზარალდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ეკლესიამ უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებებს ომის შეჩერებისთვის მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close