ქართველები უცხოეთშიარტისტი

„ყველა გზა საქართველოდან ტაიმ სქვერამდე მიდის“ – ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის წარმატებული კარიერა ამერიკაში და სკანდალურად ჩაშლილი კონცერტი ბათუმში

American Idol-ის პროექტის შემდეგ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე წარმატებით განაგრძობს კარიერას ამერიკაში.

ივლისის დასაწყისში მომღერლის ახალი ვიდეორგოლის ბანერი ტაიმ სქვერზე გამოჩნდა. ვიდეორგოლში ნუცა ასრულებს სიმღერას „ALIVE“.

„ეს არის ის გოგო… ყველა გზა საქართველოდან Time Square-მდე“, – დაწერა ნუცამ და ვიდეოც გააზიარა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

13 ივლისს კი ნუცა ბუზალაძე ამერიკული ტელეარხის –  FOX59 News-ის ეთერში მიიწვიეს, სადაც მან თავისი ახალი სიმღერის („Alive“) შესახებ ისაუბრა. სიმღერის ავტორი თავად ნუცაა და როგორც ამბობს, ის ძლიერ ქალებს ეძღვნება.

ინტერვიუს შემდეგ ნუცამ სიმღერა „Alive“ („ცოცხალი“) „ცოცხლად“ პირდაპირ ეთერში პირველად შეასრულა.

ნუცამ გაგვიზიარა კულისებში გადაღებული კადრებიც, თუ როგორ ემზადება FOX59 News-ის გადაცემა Good Day New York-ის ტელეწამყვანთან ინტერვიუსა და პერფორმანსისთვის.

საინტერესო კადრებია… ეს თავდაჯერებული გოგონა ღელავს და თავის გამოსახულების პირისპირ, სარკესთან ერთგვარ ავტოტრენინგს იტარებს, თუმცა გზას საგრიმიოროდან სტუდიამდე უკვე ვარსკვლავური ნაბიჯებით გადის.

ამერიკულ ტურნემდე, 30 ივ­ნისს ბათუმში ნუცას კონ­ცერ­ტი უნდა გამართულიყო, ყველა ბილეთი გაიყიდა და სრულ ანშლაგსაც ელოდნენ, მაგრამ კონცერტი გაუქმდა. ოფიციალურ მიზეზად კონცერტის ორგანიზატორებმა სწორედ ნუცას ამერიკული ტურნე დაასახელეს, თუმცა მიზეზი სულ სხვა რამ გახდა – მისი სტუმრობა მოსკოვში და მეგობრის დაბადების დღეზე სიმღერა.

24 ივნისს ფეისბუქში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნუცა სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან, დათო ხუ­ჯა­ძესთან, ხვი­ჩა მაღლაკელიძესა და მიშო სუ­ლუ­ხი­ასთან  ერ­თად ასრულებს სიმღერას „სამ­შობ­ლო“.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბის მოს­კო­ვურ წვე­უ­ლე­ბა­ზე სიმ­ღე­რამ კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა. ნუცა ბუზალაძის ამ გარემოცვაში ყოფნამ და  უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოსკოვში ვიზიტმა მისი გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია. მის წინააღმდეგ მთელი კამპანია აგორდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან მიღებულ საკონცერტო შემოთავაზებებზე მომღერალი დიდი ხანია უარს ამბობს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კრი­ტი­კას ნუ­ცამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ტექსტით უპა­სუ­ხა და ბოდიში მოიხადა, თუმცა ისიც დაწერა, რომ ის მოს­კოვ­ში უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

სატელევიზიო ინტერვიუში კი მომღერალმა თქვა: „მე ზოგადად ასეთი მეგობრობა ვიცი, განსაკუთრებით მათთან, ვინც ძალიან მიყვარს: დაბადების დღე იქნება თუ ქორწილი, სადაც არ უნდა გააკეთოს ჩემმა ახლობელმა, მე იქ ყოველთვის ჩავალ სტუმრის რანგში“.

ნუცა ბუზალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იგი მოსკოვში სტუმრად იმყოფებოდა, ამ ქვეყნიდან ყველა კომერციულ შეთავაზებაზე კი უარი აქვს ნათქვამი.

არაოფიციალური ინფორმაციით, ქართველი მომღერლები მოსკოვში კრიმინალური ავტორიტეტის, ბადრი კოღუაშვილის შვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ.

ნუცა ბუზალაძე პოპულარულ კონკურსებში თინეიჯერობის ასაკიდან გაბედულად გამოდის. „ამერიკენ აიდოლისთვის“ ჩაწერილ ინტერვიუში მან თქვა, რომ დედამისი მარტოხელა დედა იყო და ფინანსურად ძალიან უჭირდათ, და რადგან დედა ძალიან უყვარს და უნდოდა, გვერდში ამოსდგომოდა, პატარა ასაკიდან დაიწყო სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობა და საკუთარი შემოსავალიც გაუჩნდა. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში „ახალი ტალღა“, მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „ერთი ერთში“, თურქულ Voice-ში და ა.შ.

წელს კი ნუცამ ნამდვილი სენსაცია მოახდინა და პრეცედენტი შექმნა – იგი პირველი უცხოელი მომღერალი გახდა, რომელიც American Idol-ის საუკეთესო 12 მონაწილეს შორის მოხვდა და ამ გამარჯვებით გზა გაიკვალა ამერიკულ შოუბიზნესში.

მანანა ბანძელაძე

ამავე თემაზე: ნუცა ბუზალაძემ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა, თუმცა მაინც მოხვდა 12 ფინალისტს შორის… მაგრამ რა იქნება შემდეგ? (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close