იტალიაპოლიტიკა

იტალიამ რუს ოლიგარქებს 2,5 მილიარდი ევროს აქტივები გაუყინა

იტალიამ რუს ოლიგარქებს 2,5 მილიარდი ევროს აქტივები გაუყინა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

„გასულ წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იტალიამ გაყინა რუსი ოლიგარქების აქტივები, რომელთა ღირებულება დაახლოებით ორი მილიარდი ევროა“, – განაცხადა ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა.

იტალიამ რუს ოლიგარქებს აქტივები ჩამოართვა, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე არსებული თახები, ძვირადღირებული ვილები, იახტები და მანქანები, როგორც ევროკავშირის სანქციების ნაწილი კრემლისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ.

როგორც მედია წერს, ზოგიერთმა ოლიგარქმა, რომელიც სანქციების სიაში მოხვდა, სასამართლოში საჩივარი შეიტანა, მათ შორისაა რუსულ-უზბეკური ლითონებისა და ტელეკომუნიკაციების მაგნატი ალიშერ უსმანოვი.

შეგახსენებთ, ომის დაწყებამდე იტალიის პლაჟები და პორტები პოპულარული ადგილი იყო რუსი ოლიგარქებისთვის, რომლებიც იტალიაში, მაგალითად, კომოს ტბაზე, სარდინიაზე, ტოსკანასა და ლიგურიის სანაპიროზე უძრავ ქონებას  ყიდულობდნენ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close