საზოგადოება

რატომ იზიდავს ზოგი ადამიანი კოღოებს: მეცნიერთა უახლესი დასკვნა

არსებობენ ადამიანები, რომლებიც კოღოებს მაგნიტივით იზიდავენ, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ამ მწერებს საერთოდ არ აინტერესებთ, წერს Express სპეციალისტებზე დაყრდნობით.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, კოღოების „მაგნიტურ მიზიდულობას“ არაერთი ფაქტორი განაპირობებს – დაწყებული ტანსაცმლის ფერით, დასრულებული სხეულის სუნით, რომელსაც ეს მწერი 100 მეტრის დაშორებით გრძნობს, და რაც მის სამიზნედ აქცევს ადამიანს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Current Biology-შია გამოქვეყნებული, კოღოებს ყველაზე მეტად იღლიის უსიამოვნო სუნი „ხიბლავთ“. დაეყრდნო რა მათ დასკვნას, ვაგენინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდი) მეცნიერებმა სხვა კვლევა ჩაატარეს, რომლის საფუძველზეც ამ პრობლემის გადაჭრის მარტივი გზა გამოავლინეს – დეზოდორანტის გამოყენება.

ნიდერლანდელმა სწავლულებმა ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილებიდან – იღლიებიდან, ხელებიდან და ფეხებიდან ოფლის ნიმუშები აიღეს და მალარიის კოღოს Anopheles coluzzii-ს მიზიდულობაზე გამოიკვლიეს.

აღმოჩნდა, რომ იღლიიდან აღებული ნიმუშები An. coluzzii-სთვის ნაკლებად მიმზიდველი იყო ფეხებისა და ხელების ნიმუშებთან შედარებით. გამორიცხული არ იყო, რომ ასეთი შედეგი დეზოდორანტის ნარჩენებით ყოფილიყო გამოწვეული, რომლის კვალიც იღლიების ნიმუშებში გამოვლინდა, ხელებისა და ფეხებისა კი – არა.

ამიტომ მომდევნო ეტაპზე მკვლევარებმა ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს, ხუთი დღის განმავლობაში არ ესარგებლათ კანის მოვლის არანაირი საშუალებით, მათ შორის დეზოდორანტით. შედეგად, ახლიდან აღებული ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ მიზიდულობის კუთხით კოღოებისთვის სხეულის ნაწილებს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობდა.

„აღმოჩენილი დეზოდორანტული შენაერთი იზოპროპილტეტრადეკანოატი კოღოებს თრგუნავდა. დადგინდა, რომ კოღოების მიზიდულობის დონეს სხეულის მიერ ჰაერში გაფრქვეული სხვადასხვა ნივთიერებები განსაზღვრავს. კანის მოვლის საშუალებებს შეუძლია დააქვეითოს კოღოების ადამიანისადმი მიზიდულობა“, – ნათქვამია კვლევაში.

მკვლევარების განმარტებით, იზოპროპილტეტრადეკანოატის შემცველი დეზოდორანტები კოღოების „ინტერესს“ 56%-ით ამცირებს.

sputnik-georgia.com

ამავე თემაზე:

«Ξου ξου»: კოღოებისა და ტარაკნების წინააღმდეგ 26 წლის ბერძენმა მობილური დანართი შექმნა – უფასო და ეფექტიანი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close