რჩევები

თუ მამაკაცი ამ ფრაზებს იყენებს, ე.ი. აღარ უყვარხართ: ექვსი რჩევა ქალებს

არსებობს გარკვეული სიტყვები და ფრაზები, რომლებიც დაგეხმარებათ, დაადგინოთ, კვლავაც უყვარხართ თუ არა პარტნიორ მამაკაცს, აცხადებენ ფსიქოლოგები.

მათი თქმით, მამაკაცები, როგორც წესი, როდესაც ქალი აღარ უყვართ, ყველაზე ხშირად შემდეგ ფრაზებს იყენებენ:

  • „ვალდებული არ ვარ, ანგარიში ჩაგაბარო“ − რა თქმა უნდა, პარტნიორები ვალდებული არ არიან, თითოეული ნაბიჯისთვის ახსნა-განმარტება მისცენ ერთმანეთს, მაგრამ ის, რომ საღამოობით მოუყვნენ, როგორ ჩაიარა დღემ და რა მოხდა მათ ცხოვრებაში, სრულიად ნორმალურია. ამიტომ თუ მამაკაცი არ გიზიარებთ, რა ხდება სამსახურში, რა სიახლეებია მის პირად საკითხებში, ე.ი. მას თქვენი აზრი აღარ აინტერესებს,
  • „ეს ჩემი პრობლემა არ არის“ − ეს სიტყვები აშკარა ნიშანია იმისა, რომ ურთიერთობები დასასრულისკენ მიდის. თუ პარტნიორს თქვენი პრობლემები აღარ აინტერესებს, მაშინაც კი, როცა დახმარებას სთხოვთ, ე.ი. თქვენი გრძნობები მისთვის უკვე სულ ერთია. შეყვარებული ადამიანი ყოველთვის მონახავს დროსაც და საშუალებასაც იმისთვის, რომ საყვარელ, ძვირფას ადამიანს გაჭირვებაში გვერდში დაუდგეს.
  • „თუ არ მოგწონს, სხვა მოძებნე“ − ამ სიტყვებით მამაკაცი მანიპულირებას ცდილობს. ანუ საკუთარი ქცევების შეცვლა არც სურს, არც ცდილობს და მიაჩნია, რომ ქალი მის ყველა ნაკლს უნდა შეურიგდეს. შეყვარებული კაცი ყოველთვის მონახავს ძალას, რომ კომპრომისზე წავიდეს და ურთიერთობაში მეტად რბილი იყოს. ის მამაკაცი კი, რომელსაც გრძნობა გაუნელდა ქალის მიმართ, მის მოსაზრება-სურვილებს აღარ იზიარებს.
  • „რაც გინდა, ის ჰქენი“ − ეს ფრაზა იმის მანიშნებელია, რომ პარტნიორი მამაკაცი გულგრილია ქალის მიმართ. მას აღარ აინტერესებს, რა რთულ სიტუაციაშია ქალი და იპოვის თუ არა ის გამოსავალს. ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში ეხმარებიან. შეყვარებული მამაკაცი ქალს შუა გზაში მარტო არ მიატოვებს.
  • „აჭარბებ“ − მამაკაცი ქალს ამ სიტყვას იმისთვის ეუბნება, რომ რაღაც სიტუაციაში თავი დამნაშავედ აგრძნობინოს. თუ ქალი დარწმუნებულია, რომ მართალია და „სწორად“ ნერვიულობს, აუცილებლად უნდა დაელაპარაკოს მამაკაცს და აუხსნას, რა აშფოთებს. შეყვარებული მამაკაცი შეეცდება, ყურადღებით მოუსმინოს და არგუმენტებით გაუფანტოს შიშები ქალს, ხოლო გრძნობაგანელებული მამაკაცი სწორედ ამ სიტყვით მოიშორებს მას თავიდან.
  • „სინამდვილეში მიყვარხარ“ − როცა მამაკაცი ქალს სიყვარულს ამ სიტყვებით უმტკიცებს, ე.ი. თავს დამნაშავედ გრძნობს და ცდილობს, დაარწმუნოს პარტნიორი, რომ ყველაფერი წესრიგშია და ის ისევ უყვარს. მაგრამ სიტყვა „სინამდვილეში“ ჰყიდის მის რეალურ დამოკიდებულებას. მამაკაცი სწორედ ამ სიტყვის დამატებით ცდილობს ქალის გრძნობებით მანიპულაციას. თუ ურთიერთობაში ყველაფერი წესრიგშია, მაშინ „სინამდვილეში“-ს დართვა „მიყვარხარ“-თან სრულიად ზედმეტია.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close