მსოფლიოსაზოგადოება

პარიზში აფეთქების შედეგად შენობა ჩამოინგრა, არიან დაშავებულები და უგზო-უკვლოდ დაკარგულები

პარიზის ცენტრში, ქალაქის ლათინური კვარტლის სამხრეთით ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია, სულ ცოტა, 37 ადამიანი, მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ Le Parisien-ი წერს.

აფეთქება 21 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 სთ-ზე  მოხდა Saint-Jacques-ის ქუჩაზე, პარიზის V ოლქში (arrondissement), შენობაში, სადაც დიზაინერული სკოლა და კათოლიკური საგანმანათლებლო სისტემის სათავო ოფისი იყო განთავსებული. შედეგად შენობის ფასადი სრულად ჩამოინგრა, მიმდებარე შენობებს კი ცეცხლი გაუჩნდა Notre-Dame du Val-de-Grâce-ის ეკლესიის სიახლოვეს.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველთა თქმით, აფეთქებამდე ჰაერში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო  260 მეხანძრე-მაშველი და 70 მანქანა, აგრეთვე, 200 პოლიციელი და 9 ექიმი. ნანგრევებში 2 ადამიანს ეძებენ, რომელიც ამ დრომდე  უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ძებნა ღამითაც გაგრძელდება.

შემთხვევის ადგილას მივიდა პარიზის მერი ან იდალგოც.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა მოსახლეობას მოუწოდა, არ მივიდნენ აფეთქების ადგილთან ახლოს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close