რას არ გაიგებ/ფაქტები

„ქალწულებრივი დაბადების“ პირველი შემთხვევა ნიანგებში – მდედრმა ნიანგმა კვერცხები მამრის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე დადო

პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს იმის მტკიცებულება, რომ მდედრ ნიანგებს კვერცხების დადება შეჯვარების გარეშე შეუძლიათ. ამისთვის ისინი უცნაურ რეპროდუქციულ სტრატეგიას იყენებენ, რომლის ევოლუციური ფესვები შეიძლება დინოზავრების ხანაში იმალებოდეს.

2018 წელს, 16 წლის განმავლობაში ტყვეობაში მყოფმა მდედრმა ამერიკულმა ნიანგმა (Crocodylus acutus) კვერცხები დადო, რომელთაგან ერთში ნაყოფიც განვითარდა, დედის მსგავსად მდედრი ნიანგის.

ამერიკელ მეცნიერთა მიერ ახლახან ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზებმა ცხადყო, რომ მდედრმა კვერცხები მამრის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე დადო; ამ პროცესს პართენოგენეზს უწოდებენ, ყოველდღიურობაში კი – „ქალწულებრივ დაბადებას“.

მიუხედავად იმისა, რომ კვერცხებიდან ნიანგები არ გამოიჩეკა, ეს ფაქტი ნამდვილად გასაოცარი აღმოჩენაა ცხოველთა სამეფოს ახალ შტოში, რომელიც აჩვენებს, რამდენად შორეულ წარსულში იღებს სათავეს რეპროდუქციის ეს უცნაური სტრატეგია.

ახლა, როდესაც ქალწულებრივი დაბადება დაფიქსირებულია ნიანგებსა და ფრინველებში, შედეგები მიუთითებს, რომ გამრავლების ეს სასწაულებრივი უნარი შეიძლება მათ უძველეს წინაპრებს, დინოზავრებსაც ჰქონდათ.

გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/niangebshi

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close