კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 5-11 ივნისი
2023 წლის 5 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით მთელი კვირა კლებადი მთვარის გავლენის ქვეშაა და საკმაოდ უპრობლემოდ ჩაივლის. ახლა ბევრი ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დასვენება, სანაპიროზე გასეირნება ან აგარაკზე მუშაობა იქნება. უმრავლესობა დაიწყებს პირადი ცხოვრების გააქტიურებაზე ზრუნვას და მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდება. თუ თქვენი მთავარი მიზანი ცხოვრების პარტნიორის პოვნაა, ამ კვირაში საგრძნობლად გაიზრდება ლამაზი რომანის დაწყების შანსი და ამიტომ მთავარია ახალი ნაცნობობა ყურადღების გარეშე არ დატოვოთ.
ეს არის პოზიტიური კვირა თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში, ბედი გიღიმით და ბევრ საკითხში გმფარველობთ. პრობლემები, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირაა გაწუხებთ, მოგვარდება. თქვენი ფინანსები შეიძლება შესამჩნევად გაიზარდოს წარსულში განხორციელებული ინვესტიციების წყალობით. ამავე დროს განახორციელეთ გრძელვადიანი პროექტები, მათ შეუძლიათ მოგება მოიტანონ. ოთხშაბათს მიზანშეწონილია, ზედმეტი სამუშაო არ აიღოთ თქვენს მხრებზე, არსებობს რისკი, რომ ვერ გაუმკლავდებით. შეეცადეთ უფრო რეალისტები იყოთ. ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ნურაფერს დაუმალავთ, მათი მხარდაჭერა გაგამხნევებთ და ძალას შეგმატებთ.
სასიკეთო დღეები: 6, 9.
არასასიკეთო დღე: 7.
ამ კვირაში სასურველია კონცენტრირება მოახდინოთ საქმიანი კავშირების გაფართოებაზე. შეეცადეთ დაჰპირდეთ მხოლოდ იმას, რისი შესრულებაც შეგიძლიათ, გაამყარეთ თქვენი სიტყვები საქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, თქვენი ავტორიტეტი შეილახოს. სამშაბათს უმჯობესია არავისთან იკამათოთ, არ გაბრაზდეთ, განსაკუთრებით არ არის რეკომენდებული კამათი ასაკით ან წოდებით უფროსებთან. თქვენი პოზიტიური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი დაგეხმარებათ, ამ მდგომარეობას გაუმკლავდეთ. შაბათ-კვირას მეგობრებთან შეხვედრები და აქტიური დასვენება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
სასიკეთო დღეები: 5, 8.
არასასიკეთო დღე: 10
ტყუპი
ამ კვირაში ვარსკვლავების დადებითი გავლენის წყალობით, პროფესიულ სფეროში ყველა უთანხმოების მოგვარებას შეძლებთ, რაც არა მარტო სიხარულს, არამედ დიდ სარგებელს მოგიტანთ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ მცირე წარუმატებლობებს და სირთულეებს, ისინი თქვენს წარმატებაზე გავლენას ვერ მოახდენენ. გელოდებათ ახალი შთაბეჭდილებები და დადებითი ემოციები, მაგრამ პირად ცხოვრებაში მთელი ძალისა და შესაძლებლობების მობილიზება მოგიწევთ გადამწყვეტი მოქმედებისთვის. სწორედ ახლა შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ მიზანს. კვირის ბოლოს შესაძლოა სტუმრად წასვლა მოგიხდეთ.
სასიკეთო დღეები: 7, 10.
არასასიკეთო დღე: 6.
არ არის გამორიცხული, ამ კვირაში თქვენი დამოკიდებულებამ შეიცვალოს ახლო წრიდან ვინმესთან მიმართებაში. ურთიერთობაში იმედგაცრუებამ შეიძლება ემოციური დისკომფორტი შეგიქმნათ. პროფესიული თვალსაზრისით კი, პერსპექტიული შემოქმედებითი პერიოდია. გამოიჩინეთ ინიციატივა და აქტიურობა. ხელმძღვანელები და კოლეგები თქვენს იდეებს მიიღებენ და მხარს დაუჭერენ. საუკეთესოდ დაგეგმავთ და წარმატებით ჩაივლის პარასკევი დღე. კვირას სავარაუდოა არაფორმალური შეხვედრა, რომელზეც საქმიან სფეროში ბევრი მომავალი მოვლენა იქნება დამოკიდებული. ამ დღეს ვითარება ხელსაყრელია და წარმატება თითქმის გარანტირებული გაქვთ.
სასიკეთო დღეები: 5, 7.
არასასიკეთო დღე: 8.
ამ კვირამ შეიძლება როგორც სიხარული, ისე იმედგაცრუება მოგიტანოთ ვარსკვლავების გავლენის გამო. შეეცადეთ, პოზიტიურად იფიქროთ და რაც შეიძლება უკეთ მოახდინოთ კონცენტრაცია იმაზე, რასაც იმ წუთას აკეთებთ, ვიდრე რამდენიმე საქმის გაკეთება დაგეგმოთ. ჯობია ერთი საქმე გააკეთოთ, მაგრამ კარგად გააკეთოთ! ოთხშაბათს ნუ იჩქარებთ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ერთი შეხედვით ბრწყინვალე იდეამ შესაძლოა პრაქტიკაში ვერ „იცოცხლოს“. კვირის ბოლოს შეეცადეთ თქვენი სურვილები საყვარელი ადამიანების ინტერესებთან დააკავშიროთ და აირჩიოთ გზა, რომელიც „ოქროს შუალედზე“ გადის.
სასიკეთო დღეები: 6, 11.
არასასიკეთო დღე: 9.
უმრავლესობისთვის ეს პერიოდი სავსე იქნება მრავალფეროვანი მოვლენებითა და ემოციებით როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. კვირის დასაწყისში შეიძლება პროფესიულ სფეროში გარკვეული დაბრკოლებები შეგხვდეთ, სამუშაოს ტემპის შენელების შესაძლებლობა გექნებათ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან თქვენს გეგმებზე იმოქმედოს. რატომღაც, ამისგან შრომისმოყვარეობის სურვილი არ გაქრება და ამ კვირაში დაგეგმილ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს წარმატებით გაუმკლავდებით, შედეგად საოცარ სიმსუბუქეს იგრძნობთ. თავისუფალ დროს შეძლებთ სურვილების ასრულებას და მეგობრებთან ერთად დროს საინტერესოდ გაატარებთ.
სასიკეთო დღეები: 6, 10.
არასასიკეთო დღე: 5.
ამ კვირაში პროფესიულ სფეროში, დიდი ალბათობით, ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ პოზიციის გასაუმჯობესებლად. სამუშაო ადგილზე წესრიგი დაგეხმარებათ, თქვენი საქმიანობა უფრო ეფექტიანი გახადოთ, ხოლო ხელფასის მაჩვენებელმა საკმაოდ აიწიოს ზემოთ. ოთხშაბათს თქვენ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში პარტნიორები დაგეხმარებიან. ნუ უგულებელყოფთ მათ დახმარებას. თქვენი პირადი ცხოვრებაც ნაყოფიერი იქნება, თუ სიტუაციას თავად არ გააფუჭებთ და დიდ კმაყოფილებასაც მოგიტანთ. მარტოხელა სასწორებს ახალმა ნაცნობობამ შეიძლება ბედი გაუხსნას და ცხოვრების პარტნიორი აპოვნინოს. შაბათ-კვირა კარგი პერიოდია სამოგზაუროდ.
სასიკეთო დღეები: 6, 9.
არასასიკეთო დღე: 7.
მორიელი
ეს კვირა ვარსკვლავების ხელსაყრელი გავლენის გამო მშვიდი იქნება. შეგიძლიათ, იმდენი დრო გაატაროთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, რამდენიც გსურთ. შესაძლებელია ძველ მეგობართან საინტერესო შეხვედრა, რომელიც სიხარულს მოგანიჭებთ, თუმცა თვითკონტროლის გრძნობას ნუ დაკარგავთ, რათა სიტუაციის სტაბილურობა არ დაარღვიოთ – განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ მოგიწიოთ თქვენი პოზიციის დაცვა ხელმძღვანელების ან კოლეგების წინაშე. საყვარელი ადამიანის რჩევებს მოუსმინეთ, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ თქვენ უკეთ იცით, რა ხდება თქვენს სულში და რა უნდა გააკეთოთ.
სასიკეთო დღეები: 7, 9.
არასასიკეთო დღე: 6.
მშვილდოსანი
ამ კვირაში შეიძლება არ მოგეწონოთ ის, რაც თქვენ ირგვლივ მოხდება, მაგრამ ეცადეთ, ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ, რათა სიტუაცია არ გამწვავდეს. იყავით თავაზიანი, დიპლომატიური და თავაზიანი. სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია პარტნიორების ინტერესების გათვალისწინება. შესაძლოა პროფესიულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად მოგმართონ. კვირის ბოლო ხელსაყრელი პერიოდია გარიგებების დასადებად და დოკუმენტების გასაფორმებლად, ოღონდ შეეცადეთ საქმეებით არ გადაიტვირთოთ, ოჯახს მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ.
სასიკეთო დღეები: 5, 11.
არასასიკეთო დღე: 8.
თხის რქა
ეს კვირა საკმაოდ კარგად ჩაივლის, თუ ირგვლივ მყოფების ქცევაში ზოგიერთ შემაწუხებელ წვრილმანს ყურადღებას არ მიაქცევთ. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. თქვენც შეიძლება ზედმეტი მოგთხოვონ და იძულებული იქნებით, შეასრულოთ, რათა თქვენი საქმიანი ავტორიტეტი არ შეარყიოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ნებისმიერი საბუთის შედგენისას, ხელმოწერამდე ყურადღებით წაიკითხეთ ყველაფერი, რათა არ მოგატყუონ. არ არის გამორიცხული საქალაქთაშორისო მივლინებები. კარგი დროა შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად. შაბათს უმჯობესია ქალაქიდან გახვიდეთ და დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 7, 8.
არასასიკეთო დღე: 6.
ამ კვირაში ვარსკვლავები საღი აზრის გამოყენებას გირჩევენ. დადგა თქვენი ნიჭის დემონსტრირების დრო, შესაძლოა ირგვლივ მყოფებმა თქვენს მიმართ დამოკიდებულებას გადახედონ და უკეთეს პროფესიულ ასპარეზზე გახვიდეთ. პარასკევს გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა შეიძლება თქვენი შორსმიმავალი გეგმები დაარღვიოს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან შესაძლებელია წვრილმანი დაავადებების მკურნალობა მოგიწიოთ. შაბათს შეეცადეთ, რომ თქვენი მეორე ნახევრის კრიტიკაზე მძაფრი რეაქცია არ გქონდეთ.
სასიკეთო დღეები: 9, 11.
არასასიკეთო დღე: 5.
ამ კვირაში, რიგი ვარსკვლავის გავლენის გამო, ბევრ თქვენგანს მოუწევს ფულის დახარჯვა, რაც სასიხარულო ამბებთან იქნება დაკავშირებული. თქვენი ხარჯები მომავალში კარგ დივიდენდებს მოიტანს. პროფესიულ ცხოვრებაში პრობლემები, რომლებიც შესაძლოა შეგხვდეთ, სწრაფად მოგვარდება, თუ მოთმინებას გამოიჩენთ და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას ყურადღებით გააკონტროლებთ თქვენს მეტყველებას და ქცევას. მოქნილი პოლიტიკა ბევრად მეტის მიღწევის საშუალებას მოგცემთ, ვიდრე სულსწრაფობა. შეეცადეთ, შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 10, 11.
არასასიკეთო დღე: 5.
თამთა გურული
კომენტარები