ნუცა ბუზალაძე, რომელმაც პრეცედენტი შექმნა და პირველი უცხოელი მომღერალი გახდა, რომელიც American Idol-ის საუკეთესო 12 მონაწილეს შორის მოხვდა, მეგაშოუს სცენას უბრუნდება.
ნუცა ფინალურ კონცერტზე იმღერებს ერთ-ერთ ცნობილ ამერიკელ შემსრულებელთან ერთად.
ვინ იქნება მისი მეწყვილე, ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება, თუმცა მომღერლის თქმით, საზოგადოება შოკში ჩავარდება, როდესაც გაიგებს, ვისთან ერთად იმღერებს დუეტს.
„ბედნიერი ვარ, რომ ოჯახში დავბრუნდი. ძალიან აღელვებული ვარ იმ სიურპრიზით, რომელიც ფინალში გელოდებათ. შოკში ჩავარდებით, როცა გაიგებთ, ვისთან ვიმღერებ დუეტს “, – წერს ნუცა ბუზალაძე.
American Idol-ის ფინალი, კვირას, 21 მაისს გაიმართება.
View this post on Instagram
გასულ კვირას შოუში 3 ფინალისტი გამოვლინდა.
ვინ გახდება American Idol-ის გამარჯვებული, 21 მაისს გავიგებთ.
კომენტარები