მსოფლიოეკონომიკასაზოგადოება

გერმანიაში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სატრანსპორტო გაფიცვაა – პარალიზებულია საჰაერო, სარკინიგზო და სხვა სახის ტრანსპორტი

გერმანიაში ორშაბათს, 27 მარტს უდიდესი პროფკავშირული გაერთიანებების – Verdi-სა და EVG-ს მიერ ინიციირებული მასშტაბური სატრანსპორტო გაფიცვა დაიწყო, რომელშიც საჰაერო, სარკინიგზო და სხვა სახის ტრანსპორტის დაახლოებით 350 000 თანამშრომელი მონაწილეობს.

აეროპორტების, სარკინიგზო სისტემის, პორტების და ავტობანების თანამშრომლები, ავტობუსების მძღოლები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.

საყოველთაო 24-საათიანი გაფიცვის გამო ქვეყნის მასშტაბით გართულებულია გადაადგილება. ჰამბურგის, ჰანოვერის, დორტმუნდის, დრეზდენის, ლაიფციგის, მიუნხენის, დიუსელდორფის და სხვა ქალაქების აეროპორტებში, პრაქტიკულად, ყველა რეისი გაუქმდა. დიდი ქალაქებიდან მხოლოდ ბერლინის აეროპორტი მუშაობს. გერმანიის შვიდ რეგიონში ნაწილობრივ შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლაც.

სარკინიგზო კონცერნმა Deutsche Bahn-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთელი გერმანიის მასშტაბით შეჩერდა მატარებლების მოძრაობა შორ მარშრუტებზე.

ქვეყნის პროფესიული კავშირების წარმომადგენლები დასაქმებულთათვის ანაზღაურების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაგ., Verdi მოითხოვს სატრანსპორტო მუშაკების ხელფასების გაზრდას 10,5%-ით, არანაკლებ 500 ევროთი თვეში, ხოლო EVG – 12%-ით, მაგრამ არანაკლებ 650 ევროთი. Verdi-ს ხელმძღვანელის, ფრანკ ვერნეკეს თქმით, მიმდინარე გაფიცვა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია 1992 წლის შემდეგ.

გაფიცვა იმართება პროფკავშირებსა და გერმანიის ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის თანადროულად, რომელიც 27-29 მარტს არის დაგეგმილი პოტსდამში.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close