პოლიტიკაკრიმინალი

ევროპარლამენტის ბერძენ ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის ბელგიის ციხეში არასათანადოდ ეპყრობიან – დეპუტატების წერილი

იტალიელ პარლამენტართა ჯგუფმა ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლას მიმართა წერილით, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპარლამენტის ბერძენ ვიცე-პრეზიდენტს (ახლა უკვე ყოფილს) ევა კაილის, რომელიც 2 თვეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია, ბელგიის ციხეში არასათანადოდ ეპყრობიან. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს

მათი მტკიცებით, ევა კაილის კამერაში ცივა, მას კი მეორე გადასაფარებელს არ აძლევენ, ასევე, ევა კაილის მცირეწლოვან შვილთან შეხვედრის უფლებასაც უზღუდავენ.

„ეს არ ეხება სასამართლო გამოძიებას, რომელსაც სრულად ვუჭერთ მხარს. საუბარია დაკავების პირობებზე, რომელიც, თუ დადასტურდა, ევროპულ კანონის უზენაესობასთან შეუთავსებელია“, – განუცხადა „ევრონიუსს“ წერილის ერთ-ერთმა ავტორმა, იტალიელმა ევროპარლამენტარმა მასიმილიანო სმერილიომ.

კორუფციაში ბრალდებული ბერძენი ევროპარლამენტარი 9 დეკემბრის შემდეგ ბელგიის ციხეში იმყოფება.

მას სადეპუტატო ხელშეუხებლობა დაკავებისთანავე, ადგილზე მოუხსნეს, მოგვიანებით კი დანაშაულებრივ ორგანიზაციაში, კორუფციასა და ფულის გათეთრებაში მონაწილეობა წაუყენეს ბრალად.

ბელგიის პოლიციამ დაკავებისას ევა კაილის რეზიდენციაში 150 000 ევროზე მეტი ნაღდი ფული აღმოაჩინა.

პატიმრობაში კიდევ ორი თვით დატოვების გადაწყვეტილება ხუთშაბათს, 16 თებერვალს, დილით ბელგიელმა მოსამართლე მიიღო ბრიუსელში გამართულ მოსმენაზე, რომელზეც ევა კაილის ადვოკატები მის ხანგრძლივ დაშორებას ასაჩივრებდნენ 23 თვის ქალიშვილთან და ყოფილი ევროდეპუტატის ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close