პოლიტიკასაქართველო

მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო ერთმანეთს დაშორდნენ – უკრაინული მედია

უკრაინული გამოცემა „სტრანა.უა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო ერთმანეთს დაშორდნენ.

„მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები ცდილობენ, იგი ციხიდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ, უკრაინაში ცალკე დრამა მიმდინარეობს, რომელიც უმაღლესი რადის დეპუტატ ლიზა იასკოსთან მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობას უკავშირდება“, – წერს გამოცემა.

უკრაინული გამოცემის ცნობით, სააკაშვილის ახლო წრისგან აქვთ ინფორმაცია, რომ უკვე ერთი წელია, რაც იასკოს მიხეილ სააკაშვილისთვის ციხეში არ მიუკითხავს და მასთან კონტაქტსაც არ ინარჩუნებს.

მათი აზრით, ის სააკაშვილის გრძნობებით თამაშობდა, მის მიმართ ანგარებიანი დამოკიდებულება ჰქონდა და უკრაინაში სააკაშვილის საკუთრების უფლების მოპოვება სურდა.

„ამბობდა, რომ ორსულად იყო. მიშას და დედამისს შეატყობინა, რომ ბავშვს ელოდებოდა. აიძულა იგი, გადაეღო ვიდეოაღიარება მათი ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის საქართველოში წასვლამდე“, – განმარტავს წყარო მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვიდან.

მისივე თქმით, იასკოსა და სააკაშვილს შორის ურთიერთობა მაშინ დასრულდა, როდესაც გაირკვა, რომ სააკაშვილის ქონება დედამისზე იყო გაფორმებული.

imedinews.ge

ამავე თემაზე: მიხეილ სააკაშვილმა თავის მეორე სამშობლოში მეორე ოჯახი შექმნა – ვინ არის ექსპრეზიდენტის ახალი ცოლი (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილმა თავის მეორე სამშობლოში მეორე ოჯახი შექმნა – ვინ არის ექსპრეზიდენტის ახალი ცოლი (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close