ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლები ყველაზე გვიან ქორწინდებიან

ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ბევრი ინფორმაციის გაგება შეიძლება პიროვნების შესახებ. მათ შორის, მისაც, თუ როგორი პარტნიორი გჭირდებათ და რომელ ასაკში იქნებით მზად ქორწინებისთვის. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციები და პროგნოზებია, თუმცა მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი.   

ავიღოთ, მაგალითად, კირჩხიბი. მათთვის ოჯახი ყოველთვის  პრიორიტეტია, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იპოვონ მოსიყვარულე პარტნიორი, რომელთანაც შეუძლიათ გაიზიარონ ყველა სიხარული თუ გაჭირვება და ერთად გაიარონ ცხოვრების გზა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მათ სწყურიათ ის უსაფრთხოება, რომელიც ქორწინებას შეუძლია მოიტანოს, ამიტომ მზად არიან, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში შექმნან ოჯახი.

კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც ტრადიციებს აფასებს, არის კურო. ზოდიაქოს ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ადრეულ ასაკში უნდა დაქორწინდეს. კურო ყველაფერში მუდმივობისკენ ისწრაფვის, რათა საიმედო და ძლიერი ურთიერთობები შექმნას. ამავდროულად, ის არასოდეს დაქორწინდება პირველ შემხვედრთან. კურო გულდასმით შეარჩევს იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც ცხოვრებას გადაწყვეტს და როცა იპოვის, მასთან განშორება არავითარ  შემთხვევაში აღარ მოუნდება.

თუმცა არიან ზოდიაქოს წრის რადიკალურად განსხვავებული წარმომადგენლებიც, რომლებიც დიდხანს გაურბიან ცოლქმრულ ვალდებულებებს. ესენი არიან:

ვერძი

ვერძი ვნებიანი და იმპულსური ბუნებისაა. მათ ხშირად უყვარდებათ ერთი ნახვით და თავით ეშვებიან რომანტიკულ თავგადასავალში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ შეუძლიათ ქორწინების შეთავაზებას სწრაფად დათანხმდნენ, დიდი ყოყმანის გარეშე, მაგრამ ასე არ არის. ვერძს უყვარს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და ხშირად ფიქრობენ, რომ კანონიერი ქორწინება თავისუფლებას წაართმევთ, ამიტომ ოჯახის შექმნას დიდი ხნით გადადებენ. ასე რომ, სანამ პარტნიორი ვერძს ურთიერთობით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს, მის გვერდით იქნება, მაგრამ როგორც კი სერიოზულ ვალდებულებებზე აშკარა მინიშნებები დაიწყება, შეიძლება მყისიერად გაწყვიტოს კავშირი. არ დაგავიწყდეთ, რომ ვერძი პირველია ზოდიაქოს წრეში, ანუ თავისი ბუნებით ასტროლოგიური „ბავშვია“, ამიტომ შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, რომ საბოლოოდ გაიზარდოს და რაღაც სერიოზული მოინდომოს, როგორიცაა, მაგალითად, ქორწინება.

ტყუპი

ტყუპების მერყეობისა და არათანმიმდევრულობის შესახებ არსებული მრავალი სტერეოტიპის მიუხედავად ზოდიაქოს ამ ნიშანმა იცის, როგორ მოიქცეს ნამდვილად ერთგულ პარტნიორთან. ახალგაზრდობისას ტყუპები ე. წ. სოციალური პეპლები არიან. მათ კარგად იციან, რომ მსოფლიოში მილიარდობით ადამიანია, ამიტომ ქორწინებაში რაიმე ღირებულებას ვერ ხედავენ: რატომ შემოიფარგლოს ერთი ადამიანით, როცა გარშემო ამდენი უცნობი და საინტერესო ვინმეა? ურთიერთობაც რომ დაიწყონ, მუდმივად სჭირდებათ პარტნიორის ინტელექტუალური სტიმულირება. ამის გარეშე ისინი სწრაფად მოიწყენენ და სხვა ვარიანტების საძიებლად წავლენ. ყველაფერთან ერთად, ტყუპებს მაღალი მოთხოვნები აქვთ, ასე რომ, შეიძლება მრავალი წელი გავიდეს, სანამ  იდეალურ ცხოვრების თანამგზავრს იპოვიან, – ასე ამბობენ ასტროლოგები.

მერწყული

მერწყულებს „თავისუფალი სული“ აქვთ. ასტროლოგების აზრით, ისინი პროგრესულობით, დამოუკიდებლობით და ინტელექტით გამოირჩევიან, მასისგან გამორჩეულობისა და გავრცელებული სტერეოტიპების რღვევის არ ეშინიათ. მაგალითად, იმ სტერეოტიპის, რომ „ქორწინების გარეშე ადამიანი ვერ შედგება“. თუ მერწყულს ჩარჩოში მოაქცევთ და სხვის იდეალებითა და ოცნებებით ცხოვრებას აიძულებთ, ის უბრალოდ ზურგს გაქცევთ და სამუდამოდ დაგტოვებთ. გარდა ამისა, ამ ზოდიაქოს ნიშანს თავისუფალი პირადი სივრცე სჭირდება, რათა პარტნიორულმა ურთიერთობამ ბედნიერება მიანიჭოს. ბევრი ვერ შეძლებს, მას იმდენი თავისუფლება მისცეს, რამდენიც მას სჭირდება, ამიტომაც მერწყულები ხშირად გაცილებით გვიან ქმნიან ოჯახს, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნების წარმომადგენლები.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close