ქართველები უცხოეთში

პოლონეთში სამი დღის წინ გაუჩინარებული 21 წლის ლაგოდეხელი ბიჭი იპოვეს

პოლონეთის ქალაქ შჩეცინიდან 13 იანვარს გაუჩინარებული 21 წლის მიშო ხარაშვილი იპოვეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მიშოს დედამ, ეკა ასაშვილმა აცნობა. მისი ინფორმაციით, მიშო შჩეცინიდან დაახლოებით 700 კილომეტრით მოშორებულ ქალაქში იპოვეს და ამჟამად პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში ჰყავთ გადაყვანილი.

„იქ მყოფმა ჩვენმა ნათესავებმა დაგვირეკეს და გვითხრეს რომ ცოცხალია და კარგად არის. პოლიციაში გადაჰყავთ ახლა. რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ბედნიერი ვარ რომ ცოცხალია“, – თქვა ეკა ასაშვილმა.

პოლონეთში სამუშაოდ წასულ წარმოშობით ლაგოდეხელ მიშო ხარაშვილს ოჯახი სამი დღეა, ვერ უკავშირდება. მიშოს მამამ, სერგო ხარაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლოს შვილს 12 იანვარს ელაპარაკა, მეორე დღეს კი დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მიშო სახლში არ დაბრუნებულა.

მისივე ინფორმაციით, მიშოს დაკარგვის შესახებ შეატყობინეს ლაგოდეხის ადგილობრივ ხელისუფლებას და პოლიციას, ასევე, საქმის კურსში იყვნენ პოლონელი სამართალდამცავებიც.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close