კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 26 დეკემბერი – 1-ლი იანვარი
წლის ბოლო თვის ბოლო კვირა არც ისე მდიდარია ასტროლოგიური მოვლენებით, მაგრამ აღსანიშნავია მათგან რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი.
ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდება ურთიერთობის ინტიმური სფერო, ჩნდება დაქორწინების, ოჯახის შექმნის სურვილი. პროფესიულ სფეროს რაც შეეხება, ხელოვნების, კულტურისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები ნებისმიერი საქმის რეალიზებას შეძლებენ. ასევე, კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი საინტერესო ნაცნობების შეძენისთვის. რაც შეეხება ფინანსურ სფეროს, აქ განხორციელდება პრინციპი: „ფულს უყვარს სიჩუმე“. არ უნდა განაცხადოთ თქვენი გარიგებების შესახებ, იგივე ეხება ახალ გეგმებსა და ამოცანებს. იმ ადამიანებმა, რომლებსაც ქრონიკული ჰორმონული პრობლემები აქვთ, ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობის მდგომარეობას – ამ პერიოდში ისინი თავს შეახსენებენ.
პროფესიულ სფეროში წინა რიგში გამოვა სარეკლამო ბიზნესი, საკონსულტაციო საქმიანობა, მნიშვნელოვანი დოკუმენტების, ხელშეკრულებების გაფორმება. ჭკუა და კარგი გემოვნება უფრო მოთხოვნადი იქნება, ვიდრე ოდესმე, განსაკუთრებით – საქმიან გარემოში.
ამ პერიოდში ყველაზე რეალური და პრაქტიკული სურვილები ახდება. პროექტებსა და იდეებს, რომლებიც ამ კვირაში გაჩნდება, აქვთ ყველა შანსი, რომ მოგვიანებით განხორციელდეს, რადგან ისინი დაცლილია ილუზიებისგან და მიმართული იქნება მატერიალური სფეროსკენ.
2022 წელი რთული იყო ზოდიაქოს წრის თითქმის ყველა წარმომადგენლისთვის, თითოეულისთვის თავისებურად. ახალ 2023 წელს ემოციურად უფრო სტაბილურები გავხდებით, შევძლებთ ყოველგვარი სირთულის გადალახვას და გამარჯვებით გახარებას. დაე, ზოდიაქოს თითოეულმა წარმომადგენელმა მიაღწიოს თავის მიზნებს, აისრულოს სურვილები და განახორციელოს ყველა ოცნება მომავალ წელს. დაე, ჯანმრთელობა და ფინანსები გვახარებდეს, საყვარელი ადამიანები კი ბედნიერებისა და სიხარულის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახდნენ. იყავით პოზიტიური და წარმატებებსაც თქვენთან მოუნდებათ „ურთიერთობა“! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
შეეცადეთ, ამ კვირაში რამდენადმე დაარეგულიროთ თქვენი კომუნიკაციის სტილი და პრიორიტეტები, შეცვალოთ გარემო. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალ წელს ახალ კომპანიაში შეხვდეთ, დაივიწყოთ საზრუნავი და პრობლემები და დრო მხიარულად გაატაროთ. სამსახურში ბევრ თქვენგანს დამსახურებული დაწინაურება ელოდება. მეწარმეები წარმატებას მიაღწევენ ახალი და ინოვაციური იდეებით. პირად ცხოვრებაში სიურპრიზებს უნდა ელოდოთ.
სასიკეთო დღეები: 26, 31.
არასასიკეთო დღე: 28.
კურო
ამ კვირაში შეგიძლიათ ელოდოთ წარმატებას პროფესიულ სფეროში და ბიზნესში. წლის ბოლო დღეებში ბევრი საქმე გექნებათ გასაკეთებელი. იყავით ობიექტური, მაგრამ თავი შეიკავეთ კრიტიკისგან – ახლა ამის დრო არ არის. ფულთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში საზრიანობა ასევე არ იქნება ზედმეტი. კვირის ბოლოს შეეცადეთ, გამოყოთ მეტი დრო, იზრუნოთ გარეგნულ სილამაზეზე და ახალ წელს სრულად მოწესრიგებული შეხვდეთ.
სასიკეთო დღეები: 29, 1.
არასასიკეთო დღე: 27.
ტყუპი
დგება ჯადოსნური დრო, როდესაც ოცნებები ხდება, ნათურები ციმციმებენ და საჩუქრებს გჩუქნიან. დიახ, დიახ, ნაძვის ხის ქვეშ რაღაც მოულოდნელს და სასიამოვნოს იპოვით. ვარსკვლავები გპირდებიან ახალი წლის რომანტიკულ შეხვედრას საყვარელ ადამიანთან ერთად, რომელიც მზადაა გაგახაროთ, გაგახალისოთ და გასიამოვნოთ. ასევე გელით მეგობრების მხიარული კომპანია და კარგი დასვენება.
სასიკეთო დღეები: 27, 30.
არასასიკეთო დღე: 26.
თუ საკუთარ თავში გადაჭარბებულ სკეპტიციზმს დათრგუნავთ და დიდხანს არ იფიქრებთ, საქმეები მშვიდად წავა და მთელ წელიწადს შესანიშნავი განწყობით გაატარებთ. ყოველთვის მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას. ამ კვირაში საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზს გაგიკეთებთ. და თქვენც წინასწარ იფიქრეთ საჩუქარზე. ახალ წელს ხმაურიან და ხალისიან კომპანიაში შეხვდებით.
სასიკეთო დღეები: 29, 31.
არასასიკეთო დღე: 27.
ძალიან ხელსაყრელი კვირაა, განსაკუთრებით სამსახურში. კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ იმისათვის, რომ გამორჩეული იყოთ და თქვენი კარიერული ზრდა უზრუნველყოთ. შესაძლოა ახალი იდეებითა და ადამიანებით დაინტერესდეთ. კვირის ბოლოს ძველ მეგობრებთან შეხვედრა გელით. კარგი იქნებოდა მათთვის ნაძვის ხის ქვეშ ლამაზი საჩუქრების მოთავსება. ჭკუითა და მჭევრმეტყველებით ბრწყინავთ, თქვენს აზრებს მარტივად და გასაგებად გამოხატავთ, ასე რომ, ყველას დაიპყრობთ თქვენი თხრობის ნიჭით.
სასიკეთო დღეები: 26, 1.
არასასიკეთო დღე: 29.
კვირის დასაწყისში შეიძლება ბევრი საზრუნავი დაგატყდეთ თავს, მაგრამ რაც უფრო უანგარო მხარდაჭერას გაუწევთ გაჭირვებულებს, მით უფრო პოზიტიური იქნება ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. შესანიშნავ საახალწლო წვეულებას მოაწყობთ. რა თქმა უნდა, ძნელია ყველაფრის მოსწრება, მაგრამ სასურველი შედეგის მიღწევამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, ამიტომ ყველაფრის გაკეთებას ნუ შეეცდებით, იზრუნეთ ყველაზე გადაუდებელ საქმეებზე.
სასიკეთო დღეები: 28, 31.
არასასიკეთო დღე: 30.
ამ კვირაში ეცადეთ, უფრო მშვიდი და ტოლერანტული იყოთ. ოთხშაბათი კარგი დღეა ახალი მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად, პარტნიორული ურთიერთობების სფეროში პრობლემების მოსაგვარებლად. თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ იმისა, რომ რაიმე შეცვალოთ. აღნიშნეთ ახალი წელი არა ჩვევის გამო, არამედ ისე, როგორც გსურთ. იყავით რაც შეიძლება პრაქტიკული. თქვენი ოცნება თქვენგან სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს მის განსახორციელებლად.
სასიკეთო დღეები: 26, 29.
არასასიკეთო დღე: 27.
მორიელი
ამ კვირაში ყველა თქვენი პროექტი და აქტივობა წარმატებული იქნება. კვირის დასაწყისში შესაძლებელია მნიშვნელოვანი მოგზაურობა, რომელიც ახალ პერსპექტივებს გახსნის. კარგი დროა მიმართულების შესაცვლელად და სწორი არჩევანის გასაკეთებლად. თავდაჯერებულობა საშუალებას მოგცემთ, მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. ახალ წელს შესანიშნავ საზოგადოებაში შეხვდებით და თავს მშვიდად იგრძნობთ. მოირგეთ სანტა კლაუსის როლი და აჩუქეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს დღესასწაული.
სასიკეთო დღეები: 28, 30.
არასასიკეთო დღე: 26.
მშვილდოსანი
კვირის შუა რიცხვებში შესაძლებელია მოულოდნელი კარგი ამბები. გაზრდილი შემოქმედებითი პოტენციალი ახალ წლამდე პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. სამსახურში თქვენი კარიერული პერსპექტივები საგრძნობლად გაუმჯობესდება. ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ, მიიღონ მომგებიანი შეთავაზებები და დადონ გრძელვადიანი გარიგებები. დიდ როლს ითამაშებს ინტუიცია. საახალწლო შაბათ-კვირა შესანიშნავი იქნება.
სასიკეთო დღეები: 28, 1.
არასასიკეთო დღე: 27.
ნუ უგულებელყოფთ წვრილმანებს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხების გადაწყვეტამ შეიძლება მოულოდნელი დადებითი შედეგი მოგცეთ. კარგი იქნება, თუ ემოციებს არ აჰყვებით. ყველაფერზე კარგად დაფიქრდით, უსისტემო ქმედებები წარმატებას არ მოიტანს. ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვთ მოსამზადებელი და ახალი წლის შეხვედრის ორგანიზებისთვის. დაურეკეთ თქვენს ახლობლებს და მიულოცეთ დღესასწაული. ოჯახი თქვენთვის სიამოვნებისა და სიხარულის წყაროა.
სასიკეთო დღეები: 29, 31.
არასასიკეთო დღე: 26.
ეს კვირა შინაგანი თავისუფლების განცდას მოგიტანთ. მტკიცედ იარეთ დასახული მიზნისკენ, პარტნიორები დაგეხმარებიან და გვერდში დაგიდგებიან. თუ ყველაფერი გადაწყვეტილი და გააზრებული გაქვთ, მაშინ ეს კვირა ხელსაყრელია ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. უბრალოდ, რამდენიმე საქმეს ერთდროულად ნუ დაიწყებთ. ხუთშაბათი მცირე პრობლემებით „იმუქრება“, მაგრამ ემოციებს ნუ აჰყვებით. პარასკევს ყურადღება გაამახვილეთ სადღესასწაულოდ მომზადებაზე. შაბათ-კვირა უმაღლეს დონეზე ჩაივლის.
სასიკეთო დღეები: 26, 30.
არასასიკეთო დღე: 28.
ამ კვირაში სამსახურში საქმე გექნებათ საბუთებთან, დოკუმენტებთან და სხვა დამღლელ, მაგრამ საჭირო ნივთებთან. შეიძლება ერთგვარი არასტაბილურობა იგრძნოთ, იფიქროთ, რომ თქვენით უკმაყოფილონი არიან, მაგრამ ამის მიზეზს მაშინვე ვერ იპოვით. ეს ემოციური დაძაბულობა ოთხშაბათისთვის ჩაცხრება და შეძლებთ მშვიდად იფიქროთ საჩუქრებზე, კოსტიუმებზე და სადღესასწაულო სუფრაზე. სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, რომ ამ კვირაში ახალი სიყვარული აღმოაჩინოთ.
სასიკეთო დღეები: 30, 1.
არასასიკეთო დღე: 26.
თამთა გურული
კომენტარები