მსოფლიოპოლიტიკა

საქართველო შესაძლოა ევროკავშირის უფასო როუმინგის ზონაში ჩართონ – ევროდეპუტატების ინიციატივა

ევროპარლამენტის დეპუტატები გავრცელებულ მიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწოდებენ, საქართველო ევროკავშირის უფასო როუმინგის ზონაში ჩართოს.

მიმართვას ევროდეპუტატი ტიის როიტენი (Thijs Reuten) ტვიტერში ავრცელებს. ნიდერლანდელი პოლიტიკოსი წერს:

ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის მხარდაჭერის ხელშესახებ ნიშანს მის ევროპულ გზაზე. ამიტომ დღეს ევროპარლამენტარებმა ხუთი პოლიტიკური ჯგუფიდან მოუწოდებენ ფონ დერ ლაიენს, ჩართოს საქართველო ევროპის უფასო როუმინგ ზონაში. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა სწრაფად განახორციელებს 12 ძირითად პრიორიტეტს.

„საქართველოს თითოეული მოქალაქე ევროპული ოჯახის ნაწილია. საქართველოს ჩართვა ევროპულ რეჟიმში მნიშვნელოვანი და კონკრეტული ნაბიჯია საქართველოს ევროპული ამბიციების რეალიზებისკენ.

საქართველომ ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვა აშკარა პრიორიტეტად რამდენიმე წლის წინ დაასახელა. მას შემდეგ საქართველო აქტიურად მუშაობდა რეგიონული როუმინგის (PRA) და სპექტრის (RSA) ხელშეკრულებების გაფორმებაზე. გარდა ამისა, საქართველოს მაღალგანვითარებული სატელეკომუნიკაციო სექტორი აქვს. ამიტომ იმედი გვაქვს, ევროკომისია მხარს დაუჭერს ერთიანი როუმინგული სივრცის შექმნას საქართველოსა და ევროკავშირს შორის კოორდინირებული დახმარების გზით“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

ევროკავშირის ტერიტორიაზე უფასო როუმინგის ზონა 2017 წელს ამოქმედდა.

უფასო როუმინგის ზონაში ჩართვა ნიშნავს იმას, რომ საქართველოდან ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში მობილური ტელეფონით დარეკვის შემთხვევაში, თუ როუმინგს იყენებთ, იმავე ტარიფებით ისაუბრებთ ან sms-ს გაგზავნით, როგორიც საქართველოშია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close