მიგრაცია

რას ურჩევს აშშ-ის ელჩი ამერიკაში წასვლის მსურველ ქართველებს

შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ამერიკაში წასვლის მსურველ ქართველებს ურჩევს, რომ აშშ-ში კანონიერად წავიდნენ და არალეგალურ გზებს არ მიმართონ.

მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, ვიზების გაცემა შეჩერებული იყო, თუმცა უკვე აღდგა.

„უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ეცდებით ამერიკაში მოხვედრას არალეგალური გზით. ეს ძალიან საშიშია და, ამავდროულად, არაკანონიერი. ამასთანავე ეს გართმევთ შანსს, მეორედ ჩახვიდეთ ამერიკაში უკვე ლეგალურად. როდესაც ასეთი გზით შედიხართ აშშ-ში ითვლება, რომ იმყოფებით არალეგალურად და ხშირ შემთხვევაში ხდება დეპორტაცია. რაც შეეხება ვიზის საკითხს, ის პანდემიის გამო იყო შეჩერებული. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სტუდენტებს, ვიზიტორებს, ბიზნესის წარმოამდგენლებს  ჰქონდეთ შესაძლებლობა, აიღონ ვიზა და გაემგზავრონ. უბრალოდ, ამისთვის მნიშვნელოვანია თადარიგის დაჭერა და საბუთების ადრე შემოტანა. ვიზის გაცემის პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა „ქუთაისი პოსტის“ სტუდიაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close