მაკრონის ინიციატივით, საფრანგეთში 1-ლი იანვრიდან 18-იდან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის პრეზერვატივები უფასო იქნება
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით, 2023 წლიდან საფრანგეთის აფთიაქებში 18-25 წლის ახალგაზრდა მამაკაცებისათვის პრეზერვატივი უფასო ხდება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ახალგაზრდებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების ზრდაა.
„პრევენციის პატარა რევოლუცია“, – ასე აფასებს მაკრონი ამ გადაწყვეტილებას.
La gratuité des préservatifs pour les jeunes s’appuie sur d’autres mesures : gratuité de la contraception d’urgence pour toutes les femmes en pharmacie, dépistage gratuit sans ordonnance élargi à d’autres infections sexuellement transmissibles que le VIH pour les moins de 26 ans.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) December 8, 2022
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საფრანგეთმა დაამტკიცა კანონი 18-იდან 25 წლამდე ასაკის ქალებისთვის უფასო კონტრაცეფციისა და გინეკოლოგთან კონსულტაციის სახელმწიფო დაფინანსების შესახებ.
ამავე თემაზე: საფრანგეთში 25 წლამდე ქალებისთვის კონტრაცეპტივები უფასო გახდა
საფრანგეთში 25 წლამდე ქალებისთვის კონტრაცეპტივები უფასო გახდა
კომენტარები