ეკონომიკამოგზაურობა

„პეგასუსი“ თბილისსა და ანკარას შორის რეგულარულ რეისებს იწყებს

დაბალბიუჯეტიანი თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ ფრენას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 2022 წლის 2 ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ბოლომდე შესრულდება კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Pegasus-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 19 ოქტომბერს მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ ანკარასა და თბილისს შორის ფრენებს 2019-2020 წლებში ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ ასრულებდა, თუმცა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ გაგრძელდა“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close