კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 17-23 ოქტომბერი
ეს კვირა ხელსაყრელია საკმაოდ დიდი წამოწყებისთვის, განსაკუთრებით ეკონომიკის, ბიზნესისა და პოლიტიკის სფეროში. კვირის პირველ ნახევარში შეძლებთ იმოქმედოთ აქტიურად, ამავე დროს, ფრთხილად და თანმიმდევრულად. ეს დამსახურებული წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. პუნქტუალურობა და დეტალებისადმი ყურადღება ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერ საქმიანობაში.
კვირის მეორე ნახევარი კიდევ უფრო აქტიური, ამავდროულად, უფრო დაძაბული პერიოდი იქნება. ახლა შეგიძლიათ უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს, თვითგანვითარების სტიმული გაიზრდება, მაგრამ წინსვლის წინ უნდა დაფიქრდეთ, რა გაქვთ უკვე და რისკენ ისწრაფვით. პირადი ურთიერთობებისთვის უმეტეს შემთხვევაში ეს პერიოდი ხელსაყრელი არ არის. ახალი ნაცნობობა და სასიყვარულო შეხვედრები ამ კვირაში შეიძლება ძალიან დაძაბული ან სტრესული გამოდგეს.
ეს კვირა შეიძლება ძალიან რთული და წინააღმდეგობრივი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ სიტუაციის გამოსწორება შეძლოთ. და ნურც ეცდებით – ყველაფერი თავისთავად გაირკვევა, მხოლოდ ცოტა მოგვიანებით; ახლა უფრო მნიშვნელოვანია, პირად პრობლემებზე და ყოველდღიურ წვრილმანებზე გაამახვილოთ ყურადღება. კვირის მეორე ნახევარში შეეცადეთ ახალი მიზნები დაისახოთ. ვარსკვლავები იუწყებიან, რომ უახლოეს მომავალში წარმატებები გელით სამსახურში, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა კი უფრო ჰარმონიული გახდება.
სასიკეთო დღეები: 21, 22.
არასასიკეთო დღე: 17.
კურო
ამ კვირაში ყველაფერი იმის მიხედვით გადაწყდება, თუ როგორ რეაგირებთ წარმოქმნილ სირთულეებზე. შეეცადეთ სხვისი პრობლემები თქვენს მხრებზე არ გადაიტანოთ. როგორც ვარსკვლავები მიუთითებენ, ფინანსური კეთილდღეობის ნაყოფით დატკბობას შეძლებთ, თუ ფულს დაუფიქრებლად არ დახარჯავთ. ეს შესანიშნავი დროა, რათა შეახსენოთ საკუთარ თავს თქვენი მიზნები და წარმატებული მომავლისთვის მოემზადოთ. შაბათ-კვირას არ დაგეგმოთ სადმე შორს მოგზაურობა, დრო სახლში, მშვიდ გარემოში გაატარეთ და კარგად დაისვენეთ.
სასიკეთო დღეები: 18, 20.
არასასიკეთო დღე: 23.
ტყუპი
ამ კვირაში საშუალება გექნებათ, რაღაც ახალი შეისწავლოთ და, როგორც მოგვიანებით გაირკვევა, ეს თქვენი წინსვლისთვის ნამდვილად აუცილებელია. სისწრაფე, აქტიურობა, არასტანდარტული გადაწყვეტილებები, მყისიერი რეაქცია იმაზე, რაც ხდება, დაგეხმარებათ გადააქციოთ თქვენი სამუშაო დიდ სიამოვნებად როგორც თქვენთვის, ისე მათთვის, ვისთანაც ამ პერიოდში ურთიერთობა გექნებათ. გჯეროდეთ, რომ საუკეთესო ხართ და მიეცით საშუალება თქვენს კოლეგებს ან პარტნიორებს, თქვენი მაგალითიდან ისწავლონ. პირად ცხოვრებაში სანუკვარ მიზანთან ძალიან ახლოს ხართ.
სასიკეთო დღეები: 19, 21.
არასასიკეთო დღე: 18.
ამ კვირაში იყავით გულწრფელი და ტაქტიანი კოლეგებთან ან ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობისას. მოერიდეთ ნებისმიერ კონფლიქტს, რათა ზიანი არ მიაყენოთ საკუთარ თავს. პრობლემის გადაჭრისადმი თქვენთვის დამახასიათებელი პრაგმატული მიდგომა დაგეხმარებათ, სწრაფად იპოვოთ გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან. ეს პერიოდი ხელსაყრელია შეხვედრებისთვის, მოგზაურობისთვის, კონტაქტების დამყარებისა და ნაყოფიერი კომუნიკაციისთვის. შეეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი ამბიციები და არ დათრგუნოთ სხვები თქვენი ერუდიციით, უმჯობესია სამეცნიერო ან შემოქმედებით საქმიანობაზე გადახვიდეთ, რაც ძალიან საინტერესო პერსპექტივებს გაგიხსნით.
სასიკეთო დღეები: 17, 19.
არასასიკეთო დღე: 21.
სანამ მნიშვნელოვან შეთავაზებას დათანხმდებით, ყველაფერი კარგად უნდა მოიფიქროთ და ლამაზი შეფუთვით თავი არ მოიტყუოთ, არსი მაინც მნიშვნელოვანია. ოთხშაბათამდე მიზანშეწონილია არ განახორციელოთ რაიმე მკვეთრი ქმედება, რადგან შესაძლოა თქვენი გეგმები დაინგრეს. შეეცადეთ, ზედმეტად არ ჩაერთოთ კონფლიქტებში. ნუ იმოქმედებთ თქვენი განწყობის მიხედვით და ნუ დაადანაშაულებთ კოლეგებს ან პარტნიორებს მანამ, სანამ ვითარებაში არ გაერკვევით. პარასკევს, სავარაუდოდ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება და მალე შეამჩნევთ ცვლილებებს უკეთესობისკენ ცხოვრების ყველა სფეროში.
სასიკეთო დღეები: 18, 23.
არასასიკეთო დღე: 22.
ამ კვირაში ვარსკვლავების გავლენამ შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა პირად ურთიერთობებში, რაც, სავარაუდოდ, უარყოფითად იმოქმედებს პროფესიულ საქმიანობაზე. დამშვიდდით, არ იდარდოთ და დინებას მიჰყევით. მალე ის მიგიყვანთ იქ, სადაც საჭიროა. ღრმად ჩაისუნთქეთ და ყველაფერი გააკეთეთ, რომ ნეგატიურმა ემოციებმა თქვენი დათრგუნვა შეწყვიტონ. შეეცადეთ, რაციონალურად დახარჯოთ თქვენი ენერგია, მოერიდეთ გადატვირთვას. უცილებელია მცირე ხნით მაინც დაისვენოთ. შაბათ-კვირას არასაჭირო შეხვედრებს მოერიდეთ.
სასიკეთო დღეები: 17, 22.
არასასიკეთო დღე: 20.
ამ კვირაში ყურადღების ცენტრში ხართ, ჭორებიც კი განსაცვიფრებელ რეკლამას გიკეთებთ. სამსახურში შრომისმოყვარეობის ნაყოფს მოიმკით. თქვენი კრეატიულობა ახალ იდეებსა და პროექტებში გამოვლინდება, რომლებიც დივიდენდებს გპირდებათ კარიერული წინსვლის ან შემოსავლის ზრდის სახით. კომუნიკაბელური და მომხიბვლელი ხართ, ახალი შეხვედრებისა და ნაცნობობის ქარიშხალი დაგიპყრობთ. პირად ცხოვრებაში არ უნდა იყოთ ზედმეტად პრეტენზიული და წვრილმანებში ნაკლს ნუ ეძებთ. რჩეულისგან სასიამოვნო სიურპრიზს ელოდეთ. შაბათ-კვირას შეგიძლიათ კარგად გაერთოთ და სულიერად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 18, 23.
არასასიკეთო დღე: 17.
მორიელი
ამ კვირაში ძალიან აქტიური ხართ და, შესაბამისად, ყველაფერი წარმატებით ვითარდება. შეაგროვეთ სიგელები და თქვენი შრომის ნაყოფი. თქვენი საყვარელი ადამიანის წყალობით განწყობა კიდევ უფრო გაგიუმჯობესდებათ, უფრო ხშირად უთხარით მას „დიახ“ და შეასრულეთ მისი სურვილები. ეს არის გზა თქვენი საერთო ბედნიერებისკენ. თქვენი ავტორიტეტი სამსახურში თანდათან იზრდება, გარშემო მყოფები თქვენს დროულ და ბრძნულ რჩევას დაელოდებიან. ხელმძღვანელობის ნდობას მოიპოვებთ და თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება.
სასიკეთო დღეები: 17, 20.
არასასიკეთო დღე: 21.
მშვილდოსანი
შეიძლება იმდენად მრავალფეროვანი ინტერესი გქონდეთ, რომ სახლში იშვიათი სტუმარი გახდეთ. კომუნიკაციის კარგი უნარი საშუალებას მოგცემთ, შთაბეჭდილება მოახდინოთ სხვებზე. საუკეთესო კვირაა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ფიზიკური აქტივობისა და პირად ცხოვრებაში ცვლილებებისთვის. ასევე, შესანიშნავი დროა საქმიანი გადაწყვეტილებების მისაღებად. პარასკევი ღამე უმჯობესია მარტოობაში გაატაროთ, მსუბუქი ვახშმით და მშვიდი მუსიკით. კვირის ბოლოს, ზოგადად, ხელსაყრელი დროა დასვენებისა და შორ მანძილზე მოგზაურობისათვის.
სასიკეთო დღეები: 20, 23.
არასასიკეთო დღე: 19.
ამბიციებს ნუ აჰყვებით და შეეცადეთ, მოკრძალებულად მოიქცეთ. ეს საშუალებას მოგცემთ, შედეგი უფრო სწრაფად მიიღოთ. პირველ რიგში, ის საქმე გააკეთოთ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, თორემ შეიძლება სხვა ადამიანების პრობლემების გადაჭრაში ჩაერთოთ და საკუთარი თავისთვის დრო არ დაგრჩეთ. სამუშაო დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ ნუ დაივიწყებთ თქვენს სახლს, ნივთების მოწესრიგება და მასში კომფორტის შექმნა თქვენთვის ასევე მნიშვნელოვანი ამოცანაა. თქვენი ენერგიითა და აქტიურობით შეგიძლიათ გააძლიეროთ თქვენი პოზიცია. ვარსკვლავების გავლენით რეალური შესაძლებლობა გექნებათ, გაზარდოთ თქვენი კაპიტალი.
სასიკეთო დღეები: 21, 23.
არასასიკეთო დღე: 18.
ამ კვირაში თქვენი შესაძლებლობები გაიზრდება, მაგრამ მზად ხართ, პასუხისმგებლობა აიღოთ? კარგად დაფიქრდით და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. ოთხშაბათს ნუ გადატვირთავთ თავს ზედმეტი შრომით, იფიქრეთ თქვენს სულიერ განვითარებაზე. შაბათ-კვირას კარგი იქნება, თუ ეკლესიაში წახვალთ ან ხელოვნების მუზეუმს ესტუმრებით. კვირის ბოლოს შეიძლება უთანხმოება მოგივიდეთ ახლობლებთან, თუმცა ყველაფერს ადვილად მოაგვარებთ კომპრომისული წინადადებით. მარტოხელებს შეუძლიათ რომანტიკული ურთიერთობების დაწყება და დაქორწინებაც კი.
სასიკეთო დღეები: 17, 19.
არასასიკეთო დღე: 21.
ორშაბათს არ უნდა იჩქაროთ თამამი გეგმების განხორციელება, რადგან ძალიან ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგიწევთ, უმჯობესია ეს დრო ძველი საქმეების დასრულებას დაუთმოთ. სამშაბათს მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში არ დაგაგვიანდეთ. ოთხშაბათი შესანიშნავია ახალი ნაცნობობისთვის და სამსახურებრივი რომანის დასაწყებად. ახლა უმჯობესია გადამწყვეტი მოქმედება, ეჭვი არაფერში შეგეპაროთ. პარასკევს შეგეძლებათ ბრწყინვალე იმპროვიზაციები შეასრულოთ შეხვედრასა თუ საქმიან საუბარში, მაგრამ თუ მოემზადებით, საქმე კიდევ უფრო კარგად წავა. მოუსმინეთ უფროსების რჩევებს, ისინი ცხოვრების ყველა სფეროში გამოგადგებათ.
სასიკეთო დღეები: 18, 22.
არასასიკეთო დღე: 23.
თამთა გურული
კომენტარები