მსოფლიოპოლიტიკა

მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროსთან ჯავშანტექნიკაა თავმოყრილი: სამხედრო გადატრიალება იწყება? – გალიამოვი

მოსკოვში შესაძლოა სამხედრო გადატრიალება მოხდეს, – ამის შესახებ რუსი პოლიტოლოგი აბას გალიამოვი აცხადებს.

გალიამოვი ბრიტანული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსეთის დედაქალაქში რუსეთის შინაგან სამინისტროს სპეციალური დანაყოფები შეიყვანეს. ექსპერტის აზრით, ასეთი ნაბიჯი შეიძლება გადადგმული იყოს იმ გენერლების შესაკავებლად, რომლებსაც შესაძლოა „სისხლი აუდუღდეთ“.

ამჟამად რუსული ელიტების შიგნით „ნაპერწკლები ყველა მიმართულებით ცვივა“, ერთმანეთს სდებენ ბრალს და ცდილობენ იპოვონ, ვინ არის პასუხისმგებელი უკრაინაში დამარცხებაზე. აშკარაა, რომ სიტუაცია ისე ვითარდება, როგორი განვითარებაც კრემლში სულაც არ უნდოდათ, – დასძენს პოლიტოლოგი. მისი სიტყვებით, პუტინის ფონზე, რომელიც სუსტდება, რუსეთს აღარ ჰყავს ძლიერი,ლიდერი, რომელიც შეძლებდა თავის გარშემო შემოეკრიბა სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფი რუსულ ხელმძღვანელობაში. „ახლა ჯერჯერობით ტელეგრამ-არხებში აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, შემდეგ კი შეიძლება სროლაც დაიწყონ… გადატრიალების მცდელობა გამორიცხული არ არის“, – ასეთ დასკვნას აკეთებს რუსი პოლიტიკური.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close