ქართველები უცხოეთშიარტისტი

„ემიგრაცია ავადმყოფობასავითაა, უნდა მოიხადო… უნდა გამოიმუშაო იმუნიტეტი“ – მერაბ ნინიძე (ვიდეო)

მსახიობმა მერაბ ნინიძემ, რომელიც წლებია გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, „შუადღეს“ გაუმხილა, როგორია ემიგრაციაში ყოფნა და ასევე ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილ გადაცემაში ისაუბრა კომპოზიტორისა და შემსრულებლის შესანიშნავ მემკვიდრეობაზე, რომელიც, როგორც ემიგრანტმა, თან „გაიყოლა“.

„დიდი ხნის წინ, როცა ემიგრაციაში წავედი, მონატრება, სენტიმენტი გამყვა, ვერ პოულობ იქ, სადაც გადასახლდი. ამბობენ, რომ ემიგრაცია ავადმყოფობასავითაა, უნდა მოიხადო, შენმა მთელმა სხეულმა, სულმა უნდა გამოიმუშაოს და შეეგუოს ახალ ტერიტორიას. ამ დროს ქვეცნობიერად მიგაქვს რაღაც ხმები შენი სამშობლოდან – ინოლას ხმა მე წავიღე თან, ეს მაკავშირებდა სამშობლოსთან. იმდენად ძვირფასია ჩემთვის და ვიტყვი, რომ საკრალურიც…“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close