მსოფლიოეკონომიკა

ევროპის ქვეყნებში შესაძლოა ხელფასები გაიზარდოს

ევროპარლამენტში ევროპის ქვეყნებში დასაქმებულებისთვის მინიმალური ხელფასის გაზრდის თაობაზე იმსჯელეს.

კანონმდებლებმა განიხილეს ის საკითხები, რომლებიც პარლამენტმა და საბჭომ ივნისში შეათანხმეს.

ზოგიერთი ევროპარლამენტარის აზრით, მიმდინარე კრიზისის დროს ამ საკითხის განხილვა მისასალმებელია.

„ეს დირექტივა არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ სტრუქტურული სიღარიბის დასაძლევად, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროკავშირში. სანამ ჩვენ ინფლაციასა და ენერგეტიკული ფასების მკვეთრ ზრდაზე ვსაუბრობთ, უამრავი ადამიანია, რომლებიც იბრძვიან თავის გატანაზე. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება. ეს სარგებელს მოუტანს მილიონობით ევროპელ მოქალაქეს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა სკა კელერმა.

ევროკავშირის მიზანია, მინიმალურმა ხელფასმა ყველა წევრ ქვეყანაში უზრუნველყოს დასაქმებულების ღირსეული ცხოვრება.

ხელფასის ზრდა შეეხება ევროკავშირში ყველა დასაქმებულს, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება აქვს.

ამჟამად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის  ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასი ბულგარეთშია – 332 ევრო, ყველაზე მაღალი კი ლუქსემბურგში – 2 257 ევრო.

euronewsgeorgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close