მსოფლიოტექნოლოგიები

31 ივლისს უკონტროლო რაკეტის გარკვეული ნაწილი დედამიწაზე ჩამოვარდება

ამ შაბათ-კვირას მასიური, უკონტროლო რაკეტის გამაძლიერებელი (ბუსტერი) უკან, დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრება; არის იმის მაღალი შანსიც, რომ ზოგიერთი დიდი ნაწილი ატმოსფეროში დაწვას გადაურჩება და პლანეტის ზედაპირს დაეცემა.

ბუსტერის სიგრძე 53,6 მეტრია, დაახლოებით 23 ტონას იწონის და ცოტა ხნის წინ გაშვებულ ჩინურ რაკეტას ეკუთვნის.

კარგი ამბავი ის არის, რომ მცირეა შანსი, მისმა შემოსვლამ რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს. ცუდი ამბავი კი ის გახლავთ, რომ ამ ეტაპზე დაზუსტებით არ ვიცით, სად ჩამოვარდება რაკეტის ბუსტერი.

ამის გასარკვევად მკვლევრები მთელ მსოფლიოში აქტიურად მუშაობენ, თუმცა ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ატმოსფეროში მისი შემოსვლა 2022 წლის 31 ივლისს მოხდება და ჩამოვარდება რუკაზე ყვითლად და ლურჯად აღნიშნული ხაზების ქვეშ, ნებისმიერ ადგილას.

„გადარჩენილი ნამსხვრევების დასახლებულ ზონებში ჩამოცვენის ალბათობა ნულოვანი არ არის დაშვების უკონტროლო ბუნების გამო – მსოფლიო მოსახლეობის 88 პროცენტი ნარჩენების პოტენციური შემოსვლის ადგილის ქვეშ ცხოვრობს“, – აღნიშნავს განცხადებაში კომპანია Aerospace Corporation-ი, რომელიც ბუსტერის შემოსვლას ადევნებს თვალყურს.

„ამ ზომის საგანი ატმოსფეროში შემოსვლისას მთლიანად არ დაიწვება; ზოგადი წესია, რომ ამ ზომის ობიექტის მასის 20-40 პროცენტი ზედაპირზე ჩამოვარდება, მაგრამ ეს დამოკიდებულია ობიექტის დიზაინზე“, – წერს კომპანია.

გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close