კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 25-31 ივლისი
ეს კვირა, სავარაუდოდ, საკმაოდ დატვირთული იქნება. კვირის დასაწყისში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, სასიყვარულო ურთიერთობა, ასევე, სასიამოვნო სიურპრიზები პირად ცხოვრებაში. რეკომენდებულია არსებულ ურთიერთობებში მრავალფეროვნება შეიტანოთ, ახლა მზად იყავით რაღაც უჩვეულოსთვის. საქმეებში მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივებმა არ გაგიტაცოთ, თავიდან აიცილოთ უკიდურესობები, როგორიცაა გადაჭარბებული თავდაჯერებულობა ან, პირიქით, ძალიან დაბალი თვითშეფასება. ნუ ელით სწრაფ შედეგებს, იყავით მომთმენი. კვირის შუა რიცხვებში შესაძლებელია თქვენი სურვილების ნაწილობრივ რეალიზება. კვირის ბოლოს აქტივობას შეინარჩუნებთ, სიტყვიდან საქმეზე მარტივად გადახვალთ. მხოლოდ მნიშვნელოვანია იყოთ თანმიმდევრული თქვენს ქმედებებში, რათა თავიდან აიცილოთ სიზარმაცე და სისუსტე. პირად ცხოვრებაში უნდა იბრძოლოთ ურთიერთობების ხარისხისთვის და არა მათი რაოდენობისთვის.
28 ივლისს ახალი მთვარეა – ეს დღე კარგი იქნება სამომავლო გეგმების შესადგენად. რამდენადაც ახალმთავრეობა გონებრივ მუშაობას უხდება, შეგიძლიათ პროექტები ან ბიზნესგეგმა დაამუშაოთ. შეგიძლიათ სახლის გენერალური დასუფთავება მოაწყოთ – ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ.
ამ კვირაში მნიშვნელოვანია თქვენი საქმეების პრიორიტეტულობა და სასურველ მიზანს მიაღწევთ, თუ, რა თქმა უნდა, ემოციებს არ აჰყვებით. ორშაბათს მნიშვნელოვან პრობლემას წარმატებით გადაწყვეტთ, რაც საშუალებას მოგცემთ იამაყოთ. ამავე დროს, შესაძლებელია მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესება. ხუთშაბათს უნდა დაამტკიცოთ, რომ მართალი ხართ, თუმცა ნუ გადალახავთ ნებადართულ საზღვრებს. პირად ცხოვრებაში თქვენი გრძნობები ურთიერთობის გაღრმავებისკენ მიმართეთ. კვირას კარგი იქნება, ცოტა ხნით მარტო დარჩეთ და მშვიდად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 26, 30.
არასასიკეთო დღე: 29.
კურო
ამ კვირაში თქვენი ენერგია და ეფექტურობა გაიზრდება. ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით, რათა წარმატებას მიაღწიოთ ცხოვრების ყველა სფეროში. ორშაბათს სასურველია არ იფიქროთ ცუდზე და არ ინერვიულოთ, ყველაფერი მოგვარდება. შუა კვირა შესანიშნავი პერიოდია მეგობრებთან სასაუბროდ, გამონახეთ დრო საზაფხულო კაფეში დასაჯდომად და მათთან დროის გასატარებლად. პირად ცხოვრებაში უნდა იზრუნოთ თქვენი საყვარელი ადამიანების კეთილდღეობაზე. შაბათ-კვირას სასურველია უფრო მეტად იფიქროთ თქვენს სახლზე ან აგარაკზე, დაალაგოთ და მოაწესრიგოთ იქაურობა.
სასიკეთო დღეები: 28, 30.
არასასიკეთო დღე: 29.
ტყუპი
ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ეს კვირა წარმატების შანსს მოგცემთ ცხოვრების ყველა სფეროში. განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია შემოქმედი ადამიანებისთვის, რომელთა სფეროა კულტურა და ხელოვნება. სამსახურში ნუ დახარჯავთ დროს წვრილმანებზე, იფიქრეთ და განახორციელეთ ყველაზე გაბედული იდეები. როგორც პროფესიულ, ისე პირად სფეროში ყველაფერი ზუსტად ისე დალაგდება, როგორც ოცნებობდით. თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან კიდევ უფრო გულწრფელი გახდება. ასევე, იქნება დასვენების დრო, ფული და ლამაზ ადგილებში მოგზაურობის შესაძლებლობა. შეეცადეთ, წარმატებით გამოიყენოთ ეს პერიოდი.
სასიკეთო დღეები: 25, 28.
არასასიკეთო დღე: 29.
ეს კვირა კარგი პერიოდია ოჯახის ბიუჯეტის გასაძლიერებლად. რაც არ უნდა გააკეთოთ, სასიამოვნო თუ დამღლელი საქმე, ბევრს იმუშავებთ თუ არა – თქვენი საქმიანობა ნაყოფიერი იქნება და საბოლოო ჯამში როგორც მატერიალურ, ისე მორალურ კმაყოფილებას მოგიტანთ. ბიზნესმენებს შეუძლიათ დაგროვილი კაპიტალის ნაწილი მიმოქცევაში შეიტანონ და საგრძნობლად გაზარდონ შემოსავალი. თქვენი ენერგია, თავდაჯერებულობა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება ადეკვატურ შედეგს გამოიღებს. შეეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ სახლსა და ოჯახს. კვირას ნუ გაანაწყენებთ სხვებს უხეში შენიშვნებით, შეძლებისდაგვარად თავი შეიკავეთ.
სასიკეთო დღეები: 26, 30.
არასასიკეთო დღე: 31.
ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, მოაწყოთ მნიშვნელოვანი ღონისძიება, დადოთ მომგებიანი კონტრაქტი. კვირის მეორე ნახევარში ხელსაყრელი იქნება სოციალური კონტაქტები. სამშაბათს და ოთხშაბათს ბიზნესპარტნიორებს შეუძლიათ თქვენი ყურადღება დაიმსახურონ. სამსახურში მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი რეზერვები და ნებისმიერ საქმიანობას წარმატებით დაასრულებთ. შაბათ-კვირას განსაკუთრებული ყურადღება ოჯახს დაუთმეთ. შეეცადეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად დრო მშვიდ ვითარებაში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 29, 31
არასასიკეთო დღე: 25.
კვირის დასაწყისში ნუ დაიწყებთ რაიმე ახალს, უბრალოდ, მოაწესრიგეთ ყველაფერი ძველი, მოიშორეთ ცუდი აზრები ადამიანებზე და, ზოგადად, ცხოვრებაზე. შეეცადეთ, არ გაბრაზდეთ და წყენა გულში არ ჩაიდოთ. ყველაფერი გაივლის, უბრალოდ, მოითმინეთ და ბევრად მეტის მიღწევას შეძლებთ როგორც პირად, ისე პროფესიულ ასპარეზზე. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იდეების გენერირება, რომლებიც ბრწყინვალედ მოგეჩვენებათ, არამედ მათი განხორციელების გზების ძიებაც. ვარსკვლავები გირჩევენ, მეგობრები და ახლობლები ხელთათმანებივით არ შეცვალოთ, არამედ მყარი ურთიერთობები შეინარჩუნოთ. ამ პერიოდში დიდია ახალი ნაცნობობის ალბათობა, რომელმაც შესაძლოა თქვენს მომავალ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს.
სასიკეთო დღეები: 25, 27.
არასასიკეთო დღე: 26.
ეს კვირა არ არის ხელსაყრელი წინასწარ დაგეგმილი წესების მკაცრი დაცვისთვის. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და შეძლებთ ბევრად უფრო მოქნილად და შედეგიანად იმოქმედოთ, ცვალებადი გარემოებების გათვალისწინებით. არ არის საჭირო ყველა პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა, დახმარების მსურველები ნებისმიერი საკითხის მოგვარებას გაგიადვილებენ. იყავით უფრო დიპლომატიური სხვებთან, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში. შესანიშნავი დროა დასვენებისა და მოგზაურობისთვის – ყველაფერი საინტერესოდ ჩაივლის.
სასიკეთო დღეები: 26, 31.
არასასიკეთო დღე: 27.
მორიელი
ამ კვირაში ხელს ვერაფერი შეუშლის თქვენს წარმატებას სამსახურში, თუ ცოდნას გამოავლენთ და მონდომებით შეასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას. ყოველგვარი მეორეხარისხოვანი საკითხი გვერდზე გადადეთ და მთავარ ამოცანებზე გაამახვილეთ ყურადღება, მნიშვნელოვან საქმეებს მოახმარეთ თქვენი ენერგია. ამ კვირაში შეიძლება მხატვრული გამოცდილება დაგჭირდეთ. სილამაზისადმი ლტოლვა არ უნდა დათრგუნოთ, აუცილებლად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. შუა კვირაში მოსალოდნელია ოჯახური კამათი, შესაძლოა საქმე ურთიერთობების გაწყვეტამდე მივიდეს. თუმცა, იქნებ ეს უკეთესიცაა, თუ გრძნობები გაცივდა?! სამაგეროდ შანსი გექნებათ, ახალი ცხოვრება დაიწყოთ.
სასიკეთო დღეები: 27, 31.
არასასიკეთო დღე: 29.
მშვილდოსანი
თუ ამოცანა, რომელიც თქვენ წინაშე დგას, ძალიან რთული მოგეჩვენებათ, დაყავით ის ნაწილებად და ყველაფერი უპრობლემოდ გამოვა. ორშაბათს შეგიძლიათ სარისკო წამოწყებაზე წახვიდეთ, თუ ის მოგებას გპირდებათ. არ შეგეშინდეთ დიდი მიზნების დასახვა და საკუთარი სურვილების გამოხატვა. სამართლიანობა და გამბედაობა წარმატებამდე მიგიყვანთ და თქვენი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს. ოთხშაბათს სილამაზის სამყაროსთან შეხვედრამ შეიძლება ხელი შეუწყოს თქვენს შემოქმედებით ზრდას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას. შაბათ-კვირას შეიძლება სასიამოვნო სიახლე გაიგოთ პიროვნებისგან, რომელიც თქვენგან შორსაა.
სასიკეთო დღეები: 25, 30.
არასასიკეთო დღე: 31.
ამ კვირაში სამსახურში გამორიცხული არ არის ცვლილებები და სირთულეები, მაგრამ კოლეგებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, რაც პოზიტიურ ატმოსფეროს შექმნის. ეს პერიოდი შესანიშნავი დროა ახალი ურთიერთობების დასაწყებად, ახალი მეგობრების შესაძენად და საკუთარი შინაგანი სამყაროს გასამდიდრებლად. ოთხშაბათს მოულოდნელი ნაცნობობა შესაძლოა ნაყოფიერი თანამშრომლობის დასაწყისი გახდეთ. შეეცადეთ იყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან და ირგვლივ მყოფებთან, მაშინ თქვენ თვითონ არ გახდებით სიცრუის და ინტრიგების მსხვერპლი. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანებთან ერთად ბუნებაში გაატარებთ.
სასიკეთო დღეები: 25, 29.
არასასიკეთო დღე: 26.
ამ კვირაში აზრი არ აქვს გარემოებებთან წინააღმდეგობის გაწევას და ცხოვრებაში რაღაცის რადიკალურად შეცვლის მცდელობას. დადგა მომენტი, როცა ჯობია დინებას მიჰყვეთ, ასე დროსა და ენერგიას დაზოგავთ. ოთხშაბათს და ხუთშაბათს მიზანშეწონილია იფიქროთ და არ იმოქმედოთ. შაბათს შეიძლება ბევრი სიტუაცია მოულოდნელად გაარკვიოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს, მათ თქვენი თანადგომა და დახმარება სჭირდებათ, მაგრამ არ მისცეთ საშუალება, რომ მთელი პრობლემები თქვენზე გადმოიტანონ. ამ კვირაში შეიძლება მოულოდნელი საჩუქარი მიიღოთ.
სასიკეთო დღეები: 26, 29.
არასასიკეთო დღე: 27.
ამ კვირაში იყავით გახსნილი ახალი შესაძლებლობებისთვის. თქვენი ოჯახური ურთიერთობები უფრო თბილი და ჰარმონიული გახდება, რაც კარგ განწყობას შეგიქმნით და ცხოვრების ყველა სფეროში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, თქვენი გავლენის წრე ამ პერიოდში გაფართოვდება, შესაძლებელია ახალი მეგობრების შეძენა და თქვენი ავტორიტეტი კოლეგებსა თუ ბიზნეს პარტნიორებს შორის გაიზრდება. ვარსკვლავები ამ კვირაში ყველაფერს საუკეთესოს გპირდებიან.
სასიკეთო დღეები: 28, 30.
არასასიკეთო დღე: 29.
თამთა გურული
კომენტარები