ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 20-26 ივნისი

ამ კვირის პირველი ნახევარი შესანიშნავი დროა სპონტანური მოქმედებისთვის, მაგრამ არა საუკეთესო პერიოდი თქვენი სიძლიერისა და ძალაუფლების დემონსტრირებისთვის. ახლა განსაკუთრებით გაუმართლებთ თანამედროვე ტექნოლოგიებით მომუშავე ადამიანებს, ინჟინრებს, გამომგონებლებს, რადგან ამ პერიოდს შეუძლია მოიტანოს არა მხოლოდ ახალი მშვენიერი იდეები, არამედ იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობებს მათი განხორციელებისთვის. ამავდროულად, ახლა უკიდურესად არასასურველია კონფლიქტში შესვლა გავლენიან ადამიანებთან, ხელისუფლების თუ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებთან.

ამ კვირის მეორე ნახევარი შეიძლება რთული იყოს. ამ პერიოდისთვის არ დაგეგმოთ გლობალური პროექტები. შეეცადეთ უფრო ობიექტურად შეხედოთ საკითხებს, რათა გაიგოთ, რა შეგიძლიათ რეალურად. პესიმიზმი ახლა ცუდ სამსახურს გაგიწევთ, უმჯობესია თანმიმდევრული ძალისხმევა თვითგანვითარებისა და წარმატების გზაზე დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად, ვიდრე სინანული და სასოწარკვეთა.

 ვერძი

დიდი ალბათობით, ამ კვირაში გაგიმართლებთ ბიზნესში, თუ შეძლებთ, რომ ინიციატივა, თავდაჯერებულობა და სიმტკიცე გამოიჩინოთ. გექნებათ შანსი, რომ მოწინააღმდეგეები მოკავშირეებად გადააქციოთ  და წარმატებას მიაღწევთ ყველაფერში, რასაც აკეთებთ. სამშაბათს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მეგობრებთან კამათში ძალიან შორს წახვედით, ეცადეთ უთანხმოებას იუმორით შეხედოთ და კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. პარასკევს ერთი შეხედვით მოსაწყენ ღონისძიებაზე დასწრება ნათელი რომანტიკული ისტორიის დასაწყისს გპირდებათ. შეეცადეთ შაბათ-კვირა მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 21, 25

არასასიკეთო დღე: 20.

 კურო

ამ კვირაში სამსახურში გარემო ხელსაყრელი იქნება მიღწევებისთვის და თუ ამით ისარგებლებთ, გაიუმჯობესებთ კარიერულ პერსპექტივებს. თავისუფლად გამოიყენეთ სასარგებლო კონტაქტები სამუშაო და ფინანსურ საკითხებში. არ დაეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ ძალებს, დაუკავშირდით თქვენს მეგობრებს დახმარებისთვის. სამშაბათს მოსალოდნელია გარკვეული გართულებები და დაბრკოლებები მიზნის მიღწევის გზაზე. შაბათს თქვენს ახლობლებს თქვენი დახმარება დასჭირდებათ, შეიძლება დასჭირდეთ  როგორც რჩევა და მხარდაჭერა, ისე სუფთა ფიზიკური ძალა, მაგალითად, მებაღეობაში. კვირას საკუთარ დასვენებაზე იფიქრეთ, ნუ დაიძაბებით სხვებზე ზრუნვით.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 22.

 ტყუპი

ეს კვირა შემოქმედი ადამიანებისთვის საუკეთესო დროა. შთაგონების კონკრეტულ ამოცანებთან შერწყმით, შეგიძლიათ მყარი მოგება მიიღოთ და თქვენი ფინანსური მდგომარეობა გააძლიეროთ. ამ კვირაში თბილი აღიარებები და ვნებიანი პაემნები გელით. შეძლებთ მომავალი მოვლენების წინასწარ განჭვრეტას, შესაძლოა წინასწარმეტყველური სიზმრები გქონდეთ. კვირის მეორე ნახევარში წინ წაიწევს მნიშვნელოვანი საქმეები, რის გაკეთებაც დიდი ხანია გინდათ -შეეცადეთ თქვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოთ. პირად ცხოვრებაში მშვიდობა და ჰარმონია დაისადგურებს. მოსალოდნელია არაჩვეულებრივი ოჯახური მოგზაურობები და თავგადასავლები.

სასიკეთო დღეები: 21, 26.

არასასიკეთო დღე: 22.

 კირჩხიბი

ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობა უკეთესი და ჰარმონიული გახდება.  ხელმძღვანელობა დაგიფასებთ ინიციატივასა და კეთილსინდისიერებას. აზროვნება, კრეატიულობა, ინოვაცია და გამომგონებლობა არის თქვენი წინსვლის გასაღები, მათ შორის, თქვენს პირად ცხოვრებაში. ყველაზე შრომატევად საქმეს მარტივად გაართმევთ თავს,  აქტიურობით შთაბეჭდილებას მოახდენთ გარშემო მყოფებზე, მაგრამ დასვენება არ დაივიწყოთ. დროა დაგეგმოთ თქვენი საზაფხულო არდადეგები. შაბათი კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრებისთვის.

სასიკეთო დღეები: 22, 24.

არასასიკეთო დღე: 25.

 ლომი

ეს კვირა ძალზე ხელსაყრელი პერიოდია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. შესაძლებლობა გექნებათ მნიშვნელოვნად გააფართოვოთ თქვენი საქმიანი კონტაქტები და კარგი თანხაც გამოიმუშაოთ. მეწარმეებს შეუძლიათ ელოდონ  მომგებიან შეთავაზებებს პარტნიორებისგან. სამუშაო გრაფიკი, დიდი ალბათობით, ინტენსიური იქნება, რაც თქვენგან დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ შედეგი გაგახარებთ. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე სუფევს. შაბათ-კვირას გამონახეთ დრო მეგობრული შეკრებებისთვის კაფეში ან აგარაკზე პიკნიკისთვის.

სასიკეთო დღეები: 21, 26.

არასასიკეთო დღე: 20.

 ქალწული

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ კვირაში ფხიზლად იყოთ, რათა მიიღოთ ის, რასაც იმსახურებთ როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. შანსი მოგეცემათ, რომ თავი დააღწიოთ ეჭვიანობას. ეს დრო შეხვედრებისა და საინტერესო ნაცნობების სიუხვით დაგამახსოვრდებათ. არ გადადოთ პირადი საქმეების გადაწყვეტა განუსაზღვრელი ვადით. სამშაბათს შეიძლება ყველაზე გაბედული ოცნებები ახდეს, ამ დღეს კარგია გეგმების შედგენა და მათი განხორციელების გზების განხილვა. ბევრ თქვენგანს შაბათ-კვირას საინტერესო ოჯახური აქტივობები ელოდება.

სასიკეთო დღეები: 20, 22.

არასასიკეთო დღე: 24.

 სასწორი

სამსახურში დატვირთული პერიოდია, თქვენ შეუცვლელი სპეციალისტი იქნებით. შეგეცვლებათ სიტუაციის აღქმა , პრობლემის გადაჭრა სულ სხვა მიდგომას მოითხოვს. სასურველია, ემოციები ხელშემშლელი არ გახდეს, ამიტომ აკონტროლეთ საკუთარი თავი ამ კუთხით. არ დაგავიწყდეთ სამუშაოსა და დასვენების მონაცვლეობა. დაეყრდენით საკუთარ გონებას და გამოცდილებას, რათა თავიდან აიცილოთ იმედგაცრუება სხვების რჩევების გამო. მოუსმინეთ მათ, მაგრამ გააკეთეთ ყველაფერი ისე, როგორც თქვენი შინაგანი ხმა გეუბნებათ. შეეცადეთ შაბათ-კვირა მხიარულ გარემოში გაატაროთ და ძალები აღიდგინოთ.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 21.

 მორიელი

ეს კვირა საკმაოდ წარმატებული იქნება. დასახულ გეგმებს განახორციელებთ. კმაყოფილი დარჩებით საქმიანი შეთავაზებებით და დამატებითი მოგებით. ვარსკვლავები ხელს შეუწყობენ თქვენს წარმატებას, ისევე როგორც კარგ ურთიერთობას კოლეგებსა თუ პარტნიორებთან.  არ გამოტოვოთ შანსი, რათა თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო და მოძველებული და მოსაწყენი ამბებისგან გათავისუფლდეთ. ნუ დამალავთ გრძნობებს, გჯეროდეთ, რომ სიყვარული მნიშვნელოვანია, ის არის გზა ბედნიერებისა და ჰარმონიისკენ.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 26.

 მშვილდოსანი

ამ კვირაში არ გააკეთოთ ნაჩქარევი დასკვნები და ცალსახა შეფასებები. ოთხშაბათს შესაძლებელია ინტელექტუალურ სფეროში აქტივობის შემცირება,  მაგრამ ეს დროებითი იქნება. სიტუაციებისადმი არასტანდარტული მიდგომა საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდეთ, უბრალოდ, გარისკვის არ უნდა შეგეშინდეთ. თქვენი წარმატებებით, ოპტიმიზმითა და ენერგიით აღფრთოვანებული ახლობლები, მეგობრები, კოლეგები თუ საქმიანი პარტნიორები  ყველა მცდელობაში დაგეხმარებიან. კვირის ბოლოს არსებული გარემოებები თქვენს სასარგებლოდ განვითარდება.

სასიკეთო დღეები: 21, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

თხის რქა

მიუხედავად სირთულეებისა და დაბრკოლებებისა, თქვენი საქმე წინ მიდის. როგორც ჩანს, უსიამოვნებები მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ წარმატება უფრო სასურველი გახდეს. ცვლილებებს უნდა ელოდოთ როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში. ხუთშაბათს მეგობრები ან საყვარელი ადამიანი გაგახარებთ. პარასკევს გამოიტანეთ დასკვნები თქვენი საკუთარი შეცდომებიდან და თუ არ დაკარგავთ კავშირს რეალობათან, შეგიძლიათ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ პროფესიულ ფრონტზე. შეეცადეთ შაბათ-კვირა ბუნებაში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 20, 22.

არასასიკეთო დღე: 23.

მერწყული

ვარსკვლავების რჩევით, ამ კვირაში შეეცადეთ იყოთ უფრო რბილი და მოქნილი, სიმკაცრე ახლა არ გამოგადგებათ. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და გაუგებრობები, ახლა საქმეების მოგვარების დრო არ არის. სამშაბათს წარუმატებლობა ნებისმიერ წამოწყებაში მიუთითებს იმაზე, რომ უმჯობესია უარი თქვათ ამ პროექტებზე. ხუთშაბათს ყველაფერი ნელა გააკეთეთ და არ იჩქაროთ, თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ზედმეტი დატვირთვა და ნერვიულობა. შაბათს გაისეირნეთ პარკში ან ტყეში, ბუნებასთან ურთიერთობა ძალას მოგცემთ.

სასიკეთო დღეები: 22, 26.

არასასიკეთო დღე: 25.

თევზები

ეს კვირა თქვენთვის დინამიკური და წარმატებული იქნება, თუმცა შესაძლოა უკმაყოფილო დარჩეთ საკუთარი თავით და ირგვლივ მყოფებით. იყავით მომთხოვნი, მაგრამ არა უხეში. მნიშვნელოვანია მოგისმინონ, მაგრამ მზად იყავით კომპრომისისთვის. წინააღმდეგობა გაუწიეთ ცდუნებას, ებრძოლეთ მავნე ჩვევებს. შეეცადეთ შაბათ-კვირა იმ გადაუდებელი ოჯახური პრობლემების მოგვარებას დაუთმოთ, რომლებიც გაღიზიანებთ. კი დამღლელია, მაგრამ სამაგიეროდ დიდი ტვირთი მოგეხსნებათ.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 22.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close