პოლიტიკაქართველები უცხოეთში
საქართველოს საკონსულო ათენში მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საკონსულო ქალაქ ათენში თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს საკონსულო მომსახურების ტარიფების ცვლილების შესახებ.
„2022 წლის 1-ლი მაისიდან საკონსულო მომსახურებისთვის დადგენილი მოსაკრებელი მცირდება, გთხოვთ იხილოთ ახალი ტარიფები:
- საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი – 44.67 ევრო
- საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი 18 წლამდე ასაკის პირთათვის, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის (საქართველოში დევნილის სტატუსის მქონე პირები) – 22.33 ევრო
- განქორწინების რეგისტრაცია მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით – 22.33 ევრო
- სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია – 22.33 ევრო“.
კომენტარები