მსოფლიოპოლიტიკა

ევრო დოლართან მიმართებით 5-წლიან მინიმუმამდე გაუფასურდა

ევრო დოლართან მიმართებაში 2017 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა, რაც რუსეთის მიერ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ბუნებრივი აირის ნაკადების შეჩერებამ გამოიწვია. მოვლენების ასე განვითარებამ ევროზონის საერთო ვალუტის გარშემო მღელვარება გაზარდა.

ევრო 0.5%-ით 1.0586-მდე შემცირდა, რაც 2020 წლის მარტში, კორონავირუსული პანდემიის პირველ კვირებში მიღწეულ ქვედა ზღვარზე უარესი შედეგია. ვალუტის ვარდნა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთში გაზის მიწოდება შეაჩერა. გაჩნდა ვარაუდი, რომ ევრო აპრილს 20-წლიანი ზრდის ტრენდის ქვემოთ დაასრულებს, რაც დოლართან მის თანასწორობას ჰორიზონტზე დააბრუნებს.

ევრო დოლარს ბოლოს 2002 წელს უტოლდებოდა. რუსეთის უკანასკნელი ნაბიჯი ენერგორესურსების მიწოდებასთან დაკავშირებით ევროზონის საერთო ვალუტაზე ზეწოლას მხოლოდ აძლიერებს, მათ შორის, გლობალურ ზრდასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების ფონზე, რომელიც ჩინეთში Covid-19-ის ჩაკეტვებით არის გამოწვეული.

პარალელურად დოლარს ასევე აძლიერებს ფედერალური რეზერვის მიერ განაკვეთების სწრაფი ზრდის პერსპექტივა. მიმდინარე თვეში დოლარის სიძლიერის მაჩვენებელი თითქმის 4%-ით გაიზარდა.

ევროპულ ვაჭრობაში ევრომ დანაკარგების ნაწილი აღიდგინა და ლონდონში 12:02 საათისთვის 0.3%-ით დაბლა $1.0608 დოლარად ივაჭრებოდა. ოფციონებით მოვაჭრეები უფრო მეტად პესიმისტურად არიან განწყობილი ვალუტის პერსპექტივების მიმართ მომდევნო თვეებში, იზრდება ჰეჯირების რყევების ღირებულებაც.

წყარო: businessformula.ge

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლიბი შერი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close