ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 11-17 აპრილი

ეს კვირა კარგია გაბედული გადაწყვეტილებების მისაღებად, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ რისკზე წასვლამდე ყველა შესაძლო შედეგი უნდა გაითვალისწინოთ. ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან, რომ საქმეები და პასუხისმგებლობა სხვებს გადააბარონ, უნდა შეიცვალონ და დამოუკიდებლად ცხოვრება ისწავლონ. დიდია ალბათობა იმისა, რომ ვისაც დახმარებას სთხოვთ, თქვენს თხოვნას არ გაითვალისწინებს. რაც შეეხება გრძნობების სფეროს, ამ ასპექტში მისასალმებელია მაქსიმალური ემანსიპაცია. თავისუფლად გამოხატეთ თქვენი ემოციები საჯაროდ.

 

ვერძი

ახლა საკმაოდ ენერგიული და  აქტიური ხართ. საქმეები ადვილად მოგვარდება, მთავარია სწორი მიმართულება შეარჩიოთ. იყავით განსაკუთრებით დიპლომატიური და პატივისცემით მოეკიდეთ სხვა ადამიანების გრძნობებს, რათა არ შელახოთ მათი სიამაყე და თქვენი ურთიერთობები არ დააზიანოთ სიტყვით ან საქმით. ვარსკვლავები გპირდებიან შეხვედრას იმ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერა და პრობლემების მოგვარებაში დახმარება შეუძლიათ. ხელსაყრელი პერიოდია თვითგანათლებისთვის, სამსახურში მოსაწყობად, ასევე, მოგზაურობისთვის.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 13.

 

კურო

ამ კვირაში თქვენი საქმეები გაცილებით უკეთესად წავა, თუ სხვათა პრობლემებს არ გადაჰყვებით და საკუთარი თავისთვისაც მოიცლით. თავის გამოჩენას ნუ შეეცდებით. ოთხშაბათი იღბლიანი დღეა მოგზაურობისა და ახალი ნაცნობობისთვის. ხუთშაბათს შესაძლებელია კონფლიქტი სამსახურში, ამიტომ ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით კოლეგებთან ურთიერთობისას. რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას შეეცადეთ ემოციებს არ აჰყვეთ. შაბათ-კვირას სახლში ნუ გაჩერდებით, შეცვალეთ გარემო, წადით სტუმრად ან ქალაქგარეთ გადით.

სასიკეთო დღეები: 13, 16.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ტყუპი

ამ კვირაში, სავარაუდოდ, დაგაფასებენ, კარგ ურთიერთობას დაამყარებთ კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან. საინტერესო შეხვედრები გექნებათ კრეატიულ კომპანიებში. როგორც პირად, ისე პროფესიულ ფრონტზე თავდაჯერებული, მშვიდი და მობილიზებული იქნებით, რაც ნებისმიერი გამოწვევის დაძლევაში დაგეხმარებათ. ამ კვირაში მივლინება წარმატებული იქნება. სამუშაო გაგახარებთ სერიოზული მოგებით. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ბალანსი სამსახურსა და სახლს შორის.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 11.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში შესაძლოა ხელსაყრელი ვითარება შეიქმნას თქვენი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად. შეეცადეთ სიმშვიდე და წონასწორობა შეინარჩუნოთ, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ყველაფერი არასწორად წარიმართა, – ეს მხოლოდ გარეგნულად ჩანს ასე. სიზუსტე და ყურადღება ახლა თქვენთვის მთავარი ცნებებია. კარგად გააზრებული სიტყვები სასურველ შთაბეჭდილებას მოახდენს ირგვლივ მყოფებზე და მხარს დაგიჭერენ წამოწყებაში. დიდი ალბათობით, ძველ მეგობარს ნახავთ და ეს შეხვედრა სასიამოვნო მღელვარებასა და სიხარულს მოგიტანთ, თქვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს და მხიარულს გახდის.

სასიკეთო დღეები: 13, 17.

არასასიკეთო დღე: 12.

 

ლომი

კვირის დასაწყისში შესაძლოა თავი მოუსვენრად იგრძნოთ და შფოთვამ აგიტანოთ. ეცადეთ პანიკაში არ ჩავარდეთ, ყველაფერი თავისით მოგვარდება. შესაძლოა სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით. მეგობრების რჩევებს ნუ დაეყრდნობით, მათმა ურთიერთგამომრიცხავმა აზრებმა შეიძლება დაგაბნიოთ. ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა გაგაკეთებინებთ იმას, რასაც ვერანაირი ხრიკებით ვერ მიაღწევდით. შაბათ-კვირა ქალაქგარეთ გაატარეთ, სტუმრად წადით, ისეირნეთ, სუფთა ჰაერი ჩაყლაპეთ და ბუნების პეიზაჟებით დატკბით.

სასიკეთო დღეები: 14, 18.

არასასიკეთო დღე: 13.

 

ქალწული

შესაძლოა კვირის დასაწყისი თქვენთვის ძალების გამოცდა აღმოჩნდეს, მაგრამ ოთხშაბათისთვის დაძაბულობა ჩაცხრება და ღრუბლებში, რომლებმაც ასე შეგაშინათ, მზე გამოჩნდება. უბრალოდ, უნდა გჯეროდეთ საკუთარი ძალისა და იღბლის. ხუთშაბათს თქვენი საუკეთესო თვისებები და ანალიტიკური გონება მოთხოვნადი იქნება. გამორიცხული არ არის, წახვიდეთ მივლინებაში, რომლის შედეგებიც დადებითად აისახება თქვენს კარიერაზე. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, კვირის ბოლოს არასასიამოვნო სიტუაცია გელოდებათ – ეცადეთ პარტნიორთან კამათი სერიოზულ ჩხუბში არ გადაიზარდოს.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

 

სასწორი

ეს პერიოდი ხელს შეუწყობს თქვენი თვალსაწიერის გაფართოებას, შესაძლოა ახალი საინტერესო იდეები დაგებადოთ. გამორიცხული არ არის, მაცდური პროფესიული პერსპექტივის გამო სხვა ქალაქში გადასვლაც კი მოგიწიოთ. მთავარია, ამასთან დაკავშირებულ სირთულეებს არ შეუშინდეთ და გააზრებულად იმოქმედოთ. სამუშაო ბევრია, მაგრამ საინტერესოც და თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას გაძლევთ. სამსახურში კოლეგებთან თქვენს ურთიერთობაში დათბობა შეინიშნება. საყვარელი ადამიანი ძალიან გაგახარებთ.

სასიკეთო დღეები: 14, 15.

არასასიკეთო დღე: 17.

 

მორიელი

ამ კვირაში საქმეების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ასევე იზრდება შემოსავალიც და თქვენი ავტორიტეტიც. ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუ  უფრო ყურადღებით იქნებით და სიმშვიდეს შეინარჩუნებთ. შეეცადეთ, ძვირფასი დრო ფუჭ ლაპარაკში არ დაკარგოთ. ამ კვირაში ვარსკვლავები „გპირდებიან“, რომ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან უთანხმოების გადალახვაში დაგეხმარებიან.  ბავშვები თავიანთი წარმატებებით გაგახარებენ, მეტი დრო დაუთმეთ მათთან ურთიერთობას. კვირას სასიამოვნო შეხვედრა გელით.

სასიკეთო დღეები: 16, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

 

მშვილდოსანი

ეს კვირა, უბრალოდ, გიჟური იქნება, მაგრამ შეგიძლიათ დამატებითი მოგების იმედი გქონდეთ. უარს ნუ იტყვით შემოთავაზებულ დახმარებაზე, რადგან რთული იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე მარტომ დაასრულოთ. დაფიქრდით, ნამდვილად საჭიროა თუ არა უცვლელი პრინციპები, თუ ზოგჯერ ღირს წესებიდან გადახვევა და გამონაკლისის დაშვება? ამით იმდენს არ დაკარგავთ, რამდენსაც მოიგებთ. ხშირად გაიღიმეთ და იხუმრეთ, ეს არა მხოლოდ თქვენს, არამედ გარშემომყოფების განწყობასაც აამაღლებს და გაგახალისებთ.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 11.

 

თხის რქა

კვირის დასაწყისში შეიძლება წარმოიშვას პრობლემები, რომელთა მოგვარება მხოლოდ პირადი კავშირების, სანდო და ერთგული მეგობრების დახმარებითაა შესაძლებელი. ცხოვრება რომ არ გაირთულოთ, ამისთვის სხვებთან ურთიერთობისას უმჯობესია დიდაქტიკურ ტონს და კრიტიკას მოერიდოთ. ოთხშაბათი ან ხუთშაბათი შესაფერისია გადამწყვეტი მოქმედებებისა და საქმიან  სფეროში ცვლილებებისთვის. პარასკევს პირად ცხოვრებაში მდგომარეობა შესამჩნევად დაიძაბება, თუმცა საბოლოოდ მოვლენები თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. შაბათ-კვირას მაღაზიებში სირბილის ნაცვლად კარგი იქნება დასვენება და განტვირთვა.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 12.

 

მერწყული

გარემოებები თქვენგან ფხიზელი გონებას და გაბედულ აზრებს მოითხოვენ, შედეგად, შეძლებთ წარმატებით დაასრულოთ ყველა გადაუდებელი საქმე და საკმარისი დროც გექნებათ ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. შეიძლება ბევრი ახალი იდეა გაგიჩნდეთ. საპასუხისმგებლო და საინტერესო საქმე გაგიტაცებთ, რომელიც თქვენგან განსაკუთრებულ ძალისხმევას და დიდ ხარჯებს არ მოითხოვს. შეეცადეთ კარგი განწყობა შეინარჩუნოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში დაძაბულობას და გაურკვევლობას უფრთხილდით, მთავარია გულწრფელობა და ერთმანეთის მოსმენის და გაგების უნარი.

სასიკეთო დღეები: 15, 16.

არასასიკეთო დღე: 17.

 

თევზები

კვირის პირველი ნახევარი საკმაოდ ხელსაყრელი იქნება საქმიანობის არაერთ სფეროში. უბრალოდ გამოიჩინეთ ინიციატივა, ნუ ეცდებით პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას. ოთხშაბათს აუცილებელია ხელმძღვანელობის მხრიდან გადაუდებელი ამოცანების გადაწყვეტა. კვირის მეორე ნახევარში წარმატებით გადაჭრით საოჯახო საქმეებსა თუ პირად ურთიერთობებში წარმოქმნილ პრობლემებს. შაბათ-კვირას ძალიან საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, რომელთან ურთიერთობაც თქვენთვის ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 13.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close