ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 4-10 აპრილი

ამ კვირის დასაწყისი საკმაოდ დატვირთული იქნება. თუ შეძლებთ, რომ ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და უკეთ აკონტროლოთ საკუთარი თავი, მაშინ ბევრი უსიამოვნების თავიდან აცილებას შეძლებთ.

კვირის შუა რიცხვებში შეიძლება შესანიშნავი შესაძლებლობები გქონდეთ. მაგალითად, მოსალოდნელია მომგებიანი შემოთავაზება. შუა კვირა შესანიშნავი დროა განვითარებისთვის, სწავლისთვის, მოგზაურობისთვის.

კვირის ბოლოს გამორიცხული არ არის შეხვედრები ძველ მეგობრებთან და ნაცნობებთან. ალბათ თქვენ თავად იქნებით ასეთი შეხვედრების ინიციატორი. ეს კარგი დროა თქვენი წარსულის სასიამოვნო მომენტების გასახსენებლად.

ამ კვირაში ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. გჯეროდეთ საკუთარი თავის და დაე, ვარსკვლავები დაგეხმაროთ.

 

ვერძი

შეეცადეთ ამ კვირაში ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და წარუმატებლობის გამო იმედი არ დაკარგოთ. სამშაბათს შესაძლოა საქმიან სფეროში დაძაბული ვითარება შეიქმნას. დიდი ალბათობაა, რომ ობიექტური მიზეზების გამო ბევრმა თქვენგანმა დროულად ვერ შეასრულოს პროფესიული და პირადი ვალდებულებები. ერთის მხრივ, უფრთხილდით მოტყუებას, მეორე მხრივ, კონფლიქტს ხელმძღვანელობასა და კოლეგებთან. პარასკევი შეიძლება მოულოდნელობებით იყოს სავსე, შესაძლებელია დაგიბრუნონ დიდი ხნის ვალები, რომელთა მიღების იმედიც აღარ გქონდათ.

სასიკეთო დღეები: 5, 7.

არასასიკეთო დღე: 10.

 

კურო

ამ კვირაში ადვილად გაუმკლავდებით საქმეებს როგორც პროფესიულ სფეროში, ისე გამოწვევებს პირად ცხოვრებაში. მთავარია, უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ახალი იდეების მიმართ, თუნდაც ისინი ერთი შეხედვით აბსურდულად მოგეჩვენოთ. ოთხშაბათი შეიძლება კარგი დღე იყოს ცვლილებებისთვის, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის. ამასთან, ფინანსურ საკითხებზე არ უნდა ინერვიულოთ. შაბათს შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრა, მაგრამ ნუ იჩქარებთ, ნდობა გამოუცხადოთ ახალ ნაცნობს, სანამ არ დარწმუნდებით მის კეთილგანწყობასა და გულწრფელობაში.

სასიკეთო დღეები: 6, 8.

არასასიკეთო დღე: 9.

 

ტყუპი

შესანიშნავი პერიოდია – პლანეტების ხელსაყრელი გავლენა დაგეხმარებათ როგორც პირად, ისე პროფესიულ საქმიანობაში. იყავით გონიერი, წინდახედული და პოზიტიური ცვლილებები გელით. სამშაბათს შეიძლება გაგახაროთ ახალმა ინფორმაციამ, მომგებიანმა საქმიანმა შემოთავაზებამ, საინტერესო მოგზაურობამ. ოთხშაბათს ყველაფერი, რაც დაგეგმილი გაქვთ, მეგობრებისა და ახლობლების დახმარებით განხორციელდება. კვირის ბოლოს საინტერესო ამბები მოხდება, რომლებსაც შეუძლიათ ახალი პერსპექტივები გაგიხსნათ და კარიერულ კიბეზე წინსვლაში დაგეხმაროთ. სახლში სიყვარული, ურთიერთგაგება, სიხარული და კეთილდღეობა სუფევს.

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 4.

 

კირჩხიბი

კვირის პირველ ნახევარში ფრთხილად იყავით როგორც რაიმეს კეთების დროს, ისე რაიმეს მიმართ თქვენი დამოკიდებულების გამოხატვისას. გამორიცხული არ არის კონფლიქტური სიტუაციები. მოუსმინეთ ინტუიციის ხმას და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით. შეეცადეთ ხანგრძლივი მოგზაურობები კვირამდე გადადოთ, რადგან თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს. კვირის ბოლოს შესაძლოა მნიშვნელოვანი მოგება მიიღოთ ერთობლივი საქმიდან ენერგიულ პარტნიორებთან, თუმცა ჯობს უარი თქვათ სარისკო პროექტებზე. შაბათ-კვირა სახლსა და ოჯახის საქმეებს დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 6.

 

ლომი

ტრივიალური ყოველდღიური ამოცანების გადაჭრა ამ კვირაში თქვენგან დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, მით უმეტეს, თუ მარტო მოგიწევთ მოქმედება. თანამოაზრეების კომპანიაში ყველაფერი გაცილებით ადვილი იქნება. ორშაბათს შესაძლოა სამსახურში სირთულეები წარმოიშვას, შედეგები ვერ გაამართლებს მათ მისაღწევად გაწეულ ძალისხმევას, ამიტომ ეცადეთ, იყოთ რეალისტები და ილუზიების სახიფათო სამყაროდან სწრაფად გამოხვიდეთ. ხუთშაბათს წარმატება გელოდებათ თითქმის ყველა საქმეში – მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები! შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 9, 10.

არასასიკეთო დღე: 7.

 

ქალწული

ამ კვირაში თქვენი საუკეთესო კომპანიონი უნდა იყოს გონიერება და სიფხიზლე. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ უფლება უცხო ადამიანებს, თქვენს პირად თუ პროფესიულ საქმეებში ჩაერიონ, რათა პრობლემები თავიდან აიცილოთ. პრობლემების გადაჭრისადმი არასტანდარტული მიდგომა დადებით შედეგს გამოიღებს. პარასკევს არ უნდა იჩხუბოთ საყვარელ ადამიანებთან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ შეასრულეს თქვენი გეგმის მრავალი პუნქტიდან რომელიმე მათგანი. შაბათ-კვირას ვარსკვლავები გირჩევენ კარგად დაისვენოთ, აზრები დაალაგოთ და საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ დამშვიდებულ გუნებაზე.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 9.

 

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ ამ კვირაში ოდნავ შეანელოთ მონდომება და რეალურად შეაფასოთ თქვენი ძალები, რათა არ გადაიტვირთოთ. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ თქვენი პარტნიორების საიმედოობასა და გულწრფელობაში – ეს სასურველ წარმატებას მოგიტანთ. კვირის განმავლობაში ეცადეთ სამსახურში არ დააგვიანოთ, იყავით პუნქტუალური და შეასრულეთ ვალდებულებები, ჯერ არ ღირს რაიმე ახალი საქმის დაწყება. ხელსაყრელი კვირაა პირადი კავშირების დასამყარებლად. შეეცადეთ შაბათ-კვირა მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 7.

 

მორიელი

სასურველია ბევრი არ იფიქროთ და უფრო  სწრაფად იმოქმედოთ. ახლა ენერგიული და ძლიერი ხართ. შეეცადეთ სხვების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ და გადაჭარბებულად ნუ შეაფასებთ თქვენს შესაძლებლობებს. ამავე დროს, თქვენი საყვარელი ადამიანები იქნებიან წარმატების გარანტი და დაგეხმარებიან ნებისმიერი სირთულის დაძლევაში. ახალი შთაბეჭდილებები ენერგიას კიდევ უფრო შეგმატებთ – ეწვიეთ საინტერესო გამოფენას, წადით წვეულებაზე, კონცერტზე. საკუთარ თავს ცოტა თავისუფალი დრო დაუთმეთ და ისიამოვნეთ.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 4.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში ყველაფერი გამოგივათ პლანეტების დადებითი გავლენის გამო. უბრალოდ, ზომიერად უნდა გამოავლინოთ ალტრუიზმი. ეს, სულ მცირე, თავს მნიშვნელოვნად და საჭიროდ გაგრძნობინებთ. პარასკევს არასასურველია შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დაწყება. მოუსმინეთ სხვების მოსაზრებებს, მაგრამ ენდეთ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს და თქვენს გონებას. ძალიან მოთხოვნადი იქნება თქვენი აქტიურობა და ინიციატივა. შაბათს შეიძლება მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდეთ, შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

სასიკეთო დღეები: 5, 7.

არასასიკეთო დღე: 8.

 

თხის რქა

ეს კვირა კარგი პერიოდია ყველა დაწყებული საქმის დასასრულებლად. დარწმუნებული იყავით თქვენს ძალასა და შესაძლებლობებში, ეს წარმატებას მოგიტანთ. შეეცადეთ მცირე დეტალებზეც კარგად დაფიქრდეთ, ახლა ისინიც ძალზედ მნიშვნელოვანია. ჯობს კომპრომისზე წასვლა, ვიდრე ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი. ახლა სამსახურის შეცვლის დრო არ არის. დიდი ალბათობით ამ კვირაში გასართობად და დასვენებისთვის არ გეცლებათ. შეეცადეთ იყოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი და თავიდან აიცილოთ კონფლიქტები.

სასიკეთო დღეები: 9. 10.

არასასიკეთო დღე: 6.

 

მერწყული

ამ კვირაში შეიძლება გაუგებარ სიტუაციაში აღმოჩნდეთ მეგობრების გამო, რომელთა საქმეებშიც აქტიურად იყავით ჩართული. სამშაბათი ძალზე მღელვარე და უცნაური დღე იქნება, ნუ შეეცდებით, გაარკვიოთ რა ხდება, უბრალოდ, გააკეთეთ თქვენი საქმე. ნუ იფიქრებთ იმაზე, რაც თქვენ არ გეხებათ. იყავით მშვიდი და კეთილგანწყობილი, რაც არ უნდა მოხდეს. ხუთშაბათს შეიძლება მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი მოვლენები განვითარდეს. ნუ ჩაუღრმავდებით საკუთარ გრძნობებს და ნუ იქნებით იმპულსურები. ვარსკვლავები გირჩევენ შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ, მოუსმინოთ მუსიკას, საინტერესო წიგნი წაიკითხოთ და ა. შ.

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 10.

 

თევზები

კვირის პირველ ნახევარში იჩქარეთ საგანგებო გეგმების განხორციელება – ვარსკვლავები წარმატებებს გიწინასწარმეტყველებენ. კვირის მეორე ნახევარში კი მეტი დრო  დასვენებასა და გართობას დაუთმეთ, მაგრამ შეეცადეთ მოზომოთ თქვენი სურვილები და ზედმეტი ხარჯვის ჩვევა მოიშოროთ. ხუთშაბათს პირად ცხოვრებაში თამამი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ნუ ინერვიულებთ, რომ ისინი შესაძლოა არასწორი აღმოჩნდეს, ყველაფერი შესანიშნავად წარიმართება. შეეცადეთ შაბათ-კვირა საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ საინტერესო გარემოში.

სასიკეთო დღეები: 5, 6.

არასასიკეთო დღე: 8.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close