დღეს, 3 აპრილს, ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 6 საათზე ათენში, ომონიის მოედანთან, სადაც კვირაობით ბევრი ქართველი იკრიბება, პროვოკაცია მოაწყვეს საბერძნეთის რუსული თემის წარმომადგენლებმა.
რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანისგან შემდგარმა კოლონამ რამდენიმეჯერ გაიარა მენანდრუს ქუჩაზე. რუსული დროშებით მორთული ავტომობილებიდან ყვიროდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს უკრაინის მისამართით და განუწყვეტელად ისმოდა საყვირის ხმა.
რუსულმა პროვოკაციამ მენანდრუს ქუჩაზე შეკრებილი ხალხის სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. შედეგად რამდენიმე რუსულმა მანქანამ დაზიანება მიიღო, ხოლო მათი დროშების ნაწილი აღშფოთებული ადამიანების ნადავლად იქცა. ისინი სათანადოდ იქნა „დაფასებული“ – რუსული დროშები დაწვეს.
საბერძნეთის პოლიციამ გზა გადაკეტა და შესაძლო ექსცესები აღკვეთა, თორემ რუსების მიზანმიმართულ პროვოკაციულ ქმედებას შესაძლოა გაცილებით მძიმე დაპირისპირება მოჰყოლოდა.
გიორგი ჯანელიძე
მსგავს თემაზე: დაპირისპირება რუსებსა და უკრაინელებს შორის ათენში (ვიდეო)
კომენტარები