ჯანმრთელობარჩევები

მაგნიტური შტორმების პროგნოზი 2025 წლის სექტემბრისთვის – უნდა ველოდოთ თუ არა „ქარიშხლიან“ სექტემბერს?

2025 წლის სექტემბერში დედამიწას მაგნიტური შტორმების რამდენიმე ძლიერი ტალღა დაატყდება თავს, თვის დასაწყისში გეომაგნიტური აქტივობის ზრდაა მოსალოდნელი. ასევე, სექტემბრის შუა რიცხვებში ძლიერი გეოშტორმი დაიწყება, ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად მოემზადოთ ამ უსიამოვნო თარიღებისთვის, რათა მათ გავლენა არ მოახდინონ თქვენს ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობაზე.

როგორ იზომება მაგნიტური ქარიშხლის სიძლიერე

დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებების ინტენსივობა იზომება Kp ინდექსის გამოყენებით. ეს არის გეომაგნიტური აქტივობის ზოგადი მაჩვენებელი, რომელიც 0-დან 9-მდე მერყეობს.

NOAA-ს პროგნოზის მიხედვით, სექტემბრის პოტენციურად სახიფათო დღეებია:

4 სექტემბერი – ძლიერი შტორმის დასაწყისი (Kp5)
5 სექტემბერი – ძალიან ძლიერი შტორმი (Kp6)
6 სექტემბერი – ძლიერი შტორმი გრძელდება (Kp5)
7-10 სექტემბერი – გეომაგნიტური რყევების შემცირება, ზომიერი შტორმი (Kp4)
15 სექტემბერი – ძლიერი შტორმი (Kp5)
16 სექტემბერი – ზომიერი შტორმი (Kp4)
18 სექტემბერი – ზომიერი შტორმი (Kp4)

თვის დანარჩენი დღეებში გეომაგნიტური აქტივობა სუსტია ან მინიმალური. ამ დროისთვის სპეციალისტებმა პროგნოზი 20 სექტემბრამდე გამოაქვეყნეს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს წინასწარი პროგნოზია და თვის განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს, მზეზე ხომ მუდმივად ხდება ახალ-ახალი ამოფრქვევები, რომლებიც დედამიწაზე მაგნიტურ ქარიშხლებს იწვევს.

ჯანმრთელობაზე გავლენა – ვინ უნდა იყოს ფრთხილად?

კვლევების მიხედვით, სპეციალისტები ვარაუდობენ კავშირს მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის. მაგნიტური ველები შეიძლება მოქმედებდეს ადამიანის ბიოელექტრულ სისტემებზე, ამიტომ ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ მაგნიტური ქარიშხლები ზრდის თრომბების, ინსულტის, ინფარქტისა და დეპრესიული აშლილობების რისკს.

განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფები:

  • 60 წელს გადაცილებული პირები ჰიპერტონიის პრობლემით;
  • მოციმციმე არითმიის მქონე ადამიანები;
  • დეპრესიისკენ მიდრეკილი მამაკაცები.

ადამიანზე მაგნიტური ქარიშხლის ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • თავის ტკივილი
  • სისუსტე
  • თავბრუსხვევა
  • გულისრევა
  • სახსრების/კუნთების ტკივილი
  • არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
  • ძილის დარღვევა (უძილობა ან ძილიანობა)
  • ძლიერი დაღლილობის შეგრძნება

როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან

  • აკონტროლეთ არტერიული წნევა;
  • თან იქონიეთაუცილებელი მედიკამენტები;
  • თავიდან აიცილეთ სტრესი და უარყოფითი ემოციები;
  • უარი თქვით არაჯანსაღ საკვებზე, ალკოჰოლსა და სიგარეტზე, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;
  • მიიღეთ მეტი წყალი (1,5-2 ლიტრი), აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ ან თაფლით დამტკბარი;
  • რეგულარულად გაანიავეთ ოთახი;
  • მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბავშვები და მაგნიტური ქარიშხალი: რატომ სჭირდებათ მათ განსაკუთრებული ზრუნვა?

მეცნიერული დაკვირვებები აჩვენებს, რომ გეომაგნიტური დარღვევები განსაკუთრებით მოქმედებს ბავშვებზე. ხშირია:

  • ძილის რეჟიმის დარღვევა;
  • მოუსვენრობა და აგრესია;
  • მადის დაკარგვა;
  • სიცხე და კონცენტრაციის დაქვეითება.

ამ პერიოდში ბავშვს სჭირდება მეტი მხარდაჭერა როგორც ოჯახისგან, ისე პედაგოგებისგან!

თუკი მშობლები თუ პედაგოგები ბავშვს სათანადოდ არ მოექცევიან და ვერ გაუგებენ მას, მოზარდის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც  წარმოიშვას.

გახსოვდეთ, ამინდზე რეაქცია სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, ივარჯიშოთ, გაკაჟდეთ, რადგან ძლიერ ორგანიზმს უარყოფით ფაქტორთა გავლენა ვერაფერს აკლებს!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close