ჯანმრთელობარჩევები

დედამიწას ძლიერი მაგნიტური შტორმი დაატყდა თავს

მეცნიერები ექსტრემალური გეოშტორმების შესახებ გვაფრთხილებენ.

ყველაზე ინტენსიურ პერიოდებს 22 და 23 ივლისს პროგნოზირებენ. ეს, სავარაუდოდ, თვის ყველაზე მძიმე დღეები იქნება მაგნიტური ველის მაქსიმალური რყევებით. გეომაგნიტური აქტივობა „ნარინჯისფერ დონემდე“ გაიზრდება. შემდეგი რამდენიმე დღე მაგნიტოსფერო აღგზნებული დარჩება.

ასეთმა სიტუაციამ ამინდის ცვლილებების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომი – ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა, სახსრების ტკივილი და ძილის დარღვევები.

როგორ შეუძლიათ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს მაგნიტური შტორმებისგან „თავის გადარჩენა“?

  • გააკონტროლეთ არტერიული წნევა;
  • თან გქონდეთ აუცილებელი წამლები (ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ);
  • თავიდან აიცილეთ სტრესი და ნეგატიური ემოციები;
  • შეზღუდეთ მავნე, არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი და სიგარეტი, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;
  • დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხე სხეულის წონის მიხედვით, უმეტესად წყალი, აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ, თუ ტკბილს ვერ ელევით, თაფლით დაატკბეთ;
  • რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ;
  • მეტი იმოძრავეთ. თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

განსაკუთრებული გაფრთხილება

ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულსისხლძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციური მოშლა.

ამასთან, მოზარდი განიცდის დისკომფორტს, რომელსაც ვერ ხსნის. თავს იჩენს ძილის რეჟიმის დარღვევა, მოუსვენრობა, ტირილი, ეკარგება მადა, შესაძლოა აუწიოს ტემპერატურამ.

ამ დროს ბავშვს მშობლებისა და ახლობლების დიდი ყურადღება სჭირდება, ვინაიდან ასეთ მომენტებში შეიძლება იგი ძალიან აღგზნებული და აგრესიული გახდეს, გაუჭირდეს ყურადღების კონცენტრაცია და საშინაო დავალებების შესრულება.

თუკი ამ პერიოდში მშობლები თუ პედაგოგები ბავშვს სათანადოდ არ მოექცევიან და ვერ გაუგებენ მას, მოზარდის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც  წარმოიშვას.

გახსოვდეთ, ამინდზე რეაქცია სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ეცადეთ, სულით არ დაეცეთ, ივარჯიშოთ, გაკაჟდეთ, რადგან ძლიერი ორგანიზმი უარყოფით ფაქტორთა გავლენას გაცილებით უკეთ უმკლავდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close