ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

რომის კათოლიკურ ეკლესიას ახალი პაპი ჰყავს – ვატიკანში სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა (ვიდეო)

ხუთშაბათს, 8 მაისს რომის კათოლიკური ეკლესიის 133-მა კარდინალმა ახალი პაპი აირჩია და ამის ნიშნად ვატიკანში, სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული მილიდან თეთრი კვამლი ამოვიდა. 

ახალი პონტიფიკოსის სახელი ჯერჯერობით უცნობია. მის გამოცხადებას ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:00 სთ-ზე (თბილისის დროით 21:00 სთ-ზე) ელოდებიან.

სიქსტეს კაპელას თავზე თეთრი კვამლის გამოჩენის შემდეგ ხალხმა შეკრება დაიწყო წმინდა პეტრეს მოედანზე ვატიკანში. უკვე ათასობით ადამიანი ელოდება სიგნალს.

მოკლე მიმართვის შემდეგ ახალი პაპი მორწმუნეებს დალოცავს. რომის 267-ე ეპისკოპოსის რანგში ის პაპ ფრანცისკეს შეცვლის, რომელიც 21 აპრილს გარდაიცვალა 88 წლის ასაკში.

ნანა ძნელაძე

გუშინ, 7 მაისს სიქსტეს კაპელაში შეკრებილმა კარდინალებმა ახალი პაპის არჩევა ვერ შეძლეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close