მაგნიტური შტორმები 2025 წლის მაისში – თვის დეტალური გრაფიკი

2025 წლის მაისში, ექსპერტების აზრით, მოსალოდნელია რამდენიმე გეომაგნიტური აფეთქება, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ამინდის მიმართ მგრძნობიარე ადამიანების ჯანმრთელობაზე.
მეტეოდამოკიდებულება ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ატმოსფერული წნევის მერყეობას ორგანიზმი ფიზიოლოგიური დისბალანსით – სისხლის ქიმიური შემადგენლობის, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით პასუხობს.
რა არის K-ინდექსი
მაგნიტოსფეროს რხევების სიძლიერე განისაზღვრება K-ინდექსის სკალით 0-დან 9-მდე, სადაც 0 არის მშვიდი მაგნიტოსფერო, ხოლო 9 – უკიდურესად ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი. მაგნიტური ქარიშხლის ცნება იწყება 5 ქულიდან.
მაგნიტური შტორმების კალენდარი ამინდის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებს საშუალებას აძლევს, წინასწარ მოემზადონ და თავი დაიცვან გეოშტორმების უარყოფითი ეფექტებისგან.
მაგნიტური შტორმების თვის დეტალური გრაფიკი:
1 მაისი – K-ინდექსი 2, მზის დაბალი აქტივობა;
2 მაისი – K-ინდექსი 4, ზომიერი მაგნიტური შტორმი;
3 მაისი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის შტორმი;
4 მაისი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის შტორმი;
5 მაისი – K-ინდექსი 5, ძლიერი მაგნიტური შტორმი;
6 მაისი – K-ინდექსი 5, ძლიერი მაგნიტური შტორმი;
7 მაისი – K-ინდექსი 5, ძლიერი მაგნიტური შტორმი;
8 მაისი – K-ინდექსი 4, საშუალო სიძლიერის მაგნიტური შტორმი;
9 მაისი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის შტორმი;
10 მაისი – K-ინდექსი 4, საშუალო სიძლიერის მაგნიტური შტორმი;
11 მაისი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის შტორმი;
12 მაისი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის შტორმი;
13 მაისი – K-ინდექსი 2, მზის დაბალი აქტივობა;
14 მაისი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის შტორმი;
15 მაისი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის შტორმი;
16 მაისი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის შტორმი;
17 მაისი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის შტორმი;
18 მაისი – K-ინდექსი 4, საშუალო სიძლიერის მაგნიტური შტორმი;
19 მაისი – K-ინდექსი 4, საშუალო სიძლიერის მაგნიტური შტორმი;
20 მაისი – K-ინდექსი 4, საშუალო სიძლიერის მაგნიტური შტორმი;
21 მაისი – K-ინდექსი 4, საშუალო სიძლიერის მაგნიტური შტორმი;
22 მაისი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის შტორმი;
23 მაისი – K-ინდექსი 2, მზის დაბალი აქტივობა;
24 მაისი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის შტორმი;
25 მაისი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის შტორმი;
26 მაისი – K-ინდექსი 4, საშუალო სიძლიერის მაგნიტური შტორმი;
27 მაისი – K-ინდექსი 4, საშუალო სიძლიერის მაგნიტური შტორმი;
28 მაისი – K-ინდექსი 4, საშუალო სიძლიერის მაგნიტური შტორმი;
29 მაისი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის შტორმი;
30 მაისი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის შტორმი;
31 მაისი – K-ინდექსი 3, სუსტი მზის შტორმი.
როგორც ექსპერტები გვაფრთხილებენ, ეს წინასწარი პროგნოზია და შესაძლოა შეიცვალოს თვის განმავლობაში.
მაგნიტური ქარიშხლის ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- თავის ტკივილი
- სისუსტე
- თავბრუსხვევა
- გულისრევა
- სახსრებისა და კუნთების ტკივილი
- არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
- ძილის დარღვევები (უძილობა ან ძილიანობა)
- ძლიერი დაღლილობის შეგრძნება
როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან
- გააკონტროლეთ არტერიული წნევა;
- თან გქონდეთ აუცილებელი წამლები (ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ);
- თავიდან აიცილეთ სტრესი და ნეგატიური ემოციები;
- შეზღუდეთ მავნე, არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი და სიგარეტი, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;
- დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხე სხეულის წონის მიხედვით, უმეტესად წყალი, აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ, თუ ტკბილს ვერ ელევით, თაფლით დაატკბეთ;
- რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ;
- მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
განსაკუთრებული გაფრთხილება
ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულსისხლძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციური მოშლა.
ამასთან, მოზარდი განიცდის დისკომფორტს, რომელსაც ვერ ხსნის. თავს იჩენს ძილის რეჟიმის დარღვევა, მოუსვენრობა, ტირილი, ეკარგება მადა, შესაძლოა აუწიოს ტემპერატურამ.
ამ დროს ბავშვს მშობლებისა და ახლობლების დიდი ყურადღება სჭირდება, ვინაიდან ასეთ მომენტებში შეიძლება იგი ძალიან აღგზნებული და აგრესიული გახდეს, გაუჭირდეს ყურადღების კონცენტრაცია და საშინაო დავალებების შესრულება.
თუკი ამ პერიოდში მშობლები თუ პედაგოგები ბავშვს სათანადოდ არ მოექცევიან და ვერ გაუგებენ მას, მოზარდის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც წარმოიშვას.
გახსოვდეთ, ამინდზე რეაქცია სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ეცადეთ, სულით არ დაეცეთ, ივარჯიშოთ, გაკაჟდეთ, რადგან ძლიერ ორგანიზმს უარყოფით ფაქტორთა გავლენა ვერაფერს აკლებს.
კომენტარები