მიგრაციაქართველები უცხოეთშიდასაქმება

ლეგალურად საქართველოს რამდენი მოქალაქე დასაქმდა 2024 წელს უცხოეთში

ლეგალური დასაქმების სახელმწიფო პროგრამით უცხოეთში 2024 წელს 1296-მა მოქალაქემ ისარგებლა, ნათქვამია „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშში.

2024 წელს სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით გაცემული ყველა ნებართვა გერმანიაში წასვლის მსურველებზე გაიცა. რაც შეეხება ისრაელში დასაქმებას, საომარი მოქმედებების გამო პროგრამა დროებით შეჩერდა.

ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამით 2023 წელს გერმანიაში 1 193 პირი დასაქმდა, ისრაელში კი – მხოლოდ 3.

2022 წელს უცხოეთში სა­ქარ­თვე­ლოს 500-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე და­საქმდა ლეგალურად.

ანაზღაურება გერმანიაში:

სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8-10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

ანაზღაურება ისრაელში:

ისრაელში სამუშაოს ხანგრძლივობა არის 6 სამუშაო დღე კვირაში, თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით კი 5300 შეკელი (დაახლოებით 1610 აშშ დოლარის ეკვივალენტი), ხოლო 58-საათიანი სამუშაო კვირის შემთხვევაში – 8023 შეკელი (დაახ. 2440 აშშ დოლარი თვეში).

სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეების ლეგალურ სამუშაოზე გაგზავნის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2021 წელს ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა და საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობის არარსებობის გამო მიიღო.

მანანა ბანძელაძე

დაკავშირებულ თემაზე: გერმანიაში მარწყვის საკრეფად წასულმა საქართველოს მოქალაქეებმა სასამართლო მოიგეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close