10 ქვეყანა, საიდანაც მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 291.86 მლნ აშშ დოლარი (811.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 3.9%-ით მეტია 2024 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გასული ხუთი თვის მსგავსად, მარტშიც ყველაზე მეტი (მთლიანად ჩარიცხული თანხის 18.85%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა – 55.01 მლნ აშშ დოლარი, რაც 21.7%-ით მეტია 2024 წლის მარტთან შედარებით. მეორე ადგილზე ისევ იტალიაა (17.29%), საიდანაც გასულ თვეში 50.46 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.06%-ით მეტია.
მესამე ადგილზეა რუსეთი (12.97%) 37.84 მლნ აშშ დოლარით – ეს 2024 წლის მარტთან შედარებით 29.06%-იანი კლებაა.
ქვეყნები, საიდანაც წინა თვეში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- აშშ – $55.01 მლნ;
- იტალია – $50.46 მლნ;
- რუსეთის ფედერაცია – $37.84 მლნ;
- საბერძნეთი – $24.45 მლნ (ზრდა 14,79%);
- გერმანია – $24.34 მლნ (ზრდა 19,16%);
- ისრაელი – $21.47 მლნ (ზრდა 1,81%);
- თურქეთი – $8.62 მლნ (ზრდა 3,51%);
- ყირგიზეთი – $7.02 მლნ (ზრდა 154,83%);
- ესპანეთი – $6.96 მლნ (ზრდა 22,29%);
- ყაზახეთი – $6.59 მლნ (კლება, -44,26%).
უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების 92,2% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც საქართველოში გასულ თვეში 1 მლნ აშშ დოლარზე მეტი გადმოირიცხა.
2025 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთის ქვეყნებში 32.1 მლნ აშშ დოლარი (89.2 მლნ ლარი) გადაირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (29.6 მლნ აშშ დოლარი) 8,5%-ით მეტია.
ნანა ძნელაძე
კომენტარები