მოგზაურობა

პირველი აპრილიდან Wizz Air-ი ბორტზე მომსახურების წესებს ცვლის

Wizz Air-ი მხოლოდ უნაღდო გადახდის სისტემას ნერგავს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ლი აპრილიდან ბორტზე საჭმლის, სასმელების და სხვა სერვისების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება Visa-სა და Mastercard-ის საშუალებით, აგრეთვე, კონტაქტური გადახდის მეთოდებით, როგორიცაა: Apple Pay, Samsung Pay, Android Pay და Google Pay. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ბორტზე შესყიდვებისთვის განკუთვნილი მაქსიმალური თანხა თითოეული მგზავრისთვის იქნება 150 ევრო. ამასთანავე, თუ ტრანზაქციით გათვალისწინებული თანხა 50 ევრო ან მეტია, საჭირო იქნება ბილეთის წარდგენა.

„მგზავრები ასევე შეძლებენ წინასწარი ვაუჩერების შეძენას Wizz Air-ის მობილური აპლიკაციით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას ტრანზაქციების განხორციელებისას და გამორიცხავს გაუთვალისწინებელ ფინანსურ პრობლემებს“, – აცხადებენ კომპანიაში.

ამასთანავე, VISA-ს და Mastercard-ის საკრედიტო და სადებეტო ბარათებთან ერთად, ავიაკომპანია ამატებს ახალი გადახდის ვარიანტს – Revolut-ის ბარათებს.

„უნაღდო ანგარიშსწორების სისტემაზე გადასვლა არა მხოლოდ გაამარტივებს ჩვენს ოპერაციებს, არამედ საშუალებას მისცემს ჩვენი ეკიპაჟის წევრებს, უფრო მეტი დრო დაუთმონ მომხმარებელთა საუკეთესო მომსახურებას, ხოლო ნაკლები დრო დახარჯონ ტრანზაქციებზე. ეს კი საბოლოოდ უზრუნველყოფს მგზავრებისთვის უფრო სასიამოვნო და ეფექტიან გამოცდილებას“, – განაცხადა Wizz Air-ის კომერციისა და ოპერაციების მართვის უფროსმა ოფიცერმა მაიკლ დელეჰანტიფმა.

ამავე თემაზე: რა უნდა ვიცოდეთ, სანამ WIZZ AIR-ის თვითმფრინავის ბორტზე ავალთ?

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ WIZZ AIR-ის თვითმფრინავის ბორტზე ავალთ?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close