რჩევებიშეუცნობელი

14 მარტს „სისხლიანი მთვარის“ სრული დაბნელებაა – რის გაკეთება ღირს და არ ღირს ამ მისტიკურ დღეს

2025 წლის 14 მარტს სავსემთვარეობა იქნება, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრების ბევრ სფეროზე. გარდა ამისა,  ველოდებით წლის ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ ასტრონომიულ მოვლენას – მთვარის სრულ დაბნელებას. მთვარე დედამიწის ჩრდილში გაივლის და „სისხლიანი მთვარის“ ეფექტს შექმნის. ეს ერთდროულად გამორჩეული ასტრონომიული და ძლიერი ეზოთერული მოვლენაა. დაბნელება დაიწყება თბილისის დროით 07:57 სთზე და 14:00 სთ-მზე გაგრძელდება. დაბნელების პიკი 10:36 სთ-ზე დადგება.

ეს მთვარის პირველი სრული დაბნელებაა ბოლო 2,5 წლის განმავლობაში.

მთვარის დაბნელება ხდება მაშინ, როცა მთვარე, დედამიწა და მზე ერთ ხაზზე დამწკრივდებიან. მთვარის სრული დაბნელების ყველაზე შთამბეჭდავი რამ მისი ფერია. როდესაც მთვარე სრულად მოექცევა დედამიწის ჩრდილში და გაუჩინარების ნაცვლად, ფერს შეიცვლის. მზის სინათლის სხივები მთვარის ზედაპირზე დედამიწის ატმოსფეროს გავლით მიაღწევს და, უმეტესწილად, წითლად შეიფერება.

მთვარის სრული დაბნელება არ არის მხოლოდ ლამაზი ციური ფენომენი. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს არის კოლოსალური ენერგეტიკული რესტრუქტურიზაციის დრო, როდესაც ბუნებისა და კოსმოსის ძალები ურთიერთქმედების პიკზე არიან.

მთვარის სრული დაბნელების დროს დედამიწა ბლოკავს მთვარეს მზისგან, რაც ქმნის მომენტს, როდესაც მზის, დედამიწისა და მთვარის ენერგიები ერთმანეთში ირევა.

მთვარის დაბნელება მოქმედებს, როგორც ჯადოსნური გადატვირთვის წერტილი, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ ყველაფერს დაემშვიდობოთ, რაც გვნებთ: ნეგატიური ემოციები, ტოქსიკური ურთიერთობები ან მოძველებული რწმენა. ამ მომენტში დაბნელება თითქოს წარსულს „დაჩრდილავს“, რაც შესაძლებლობას გაძლევთ, რომ მისი გავლენისგან გათავისუფლდეთ.

ამ განსაკუთრებულ მომენტში სამყარო გიწვევთ, გათავისუფლდეთ წარსულის ტვირთისაგან, ჩაიხედოთ თქვენი გულის სიღრმეში და იქ იპოვოთ სიმართლე. წითელი მთვარე მოგცემთ ძალას, დაასრულოთ ძველი, თავიდან მოიშოროთ წყენები, შიშები და იმედგაცრუებები, რათა გადადგათ ნაბიჯი ახალი ცხოვრებისკენ.

რის გაკეთება ღირს და არ ღირს მთვარის დაბნელების დროს

დაბნელების ტენდენციები ყოველთვის უკავშირდება ზოდიაქოს ნიშანს, რომელშიც ის ხდება.

მარტის დაბნელება ქალწულის ნიშანში მოხდება და ეს ნიშანი დაკავშირებულია ჩვენს ყოველდღიურ საქმეებთან, საყოფაცხოვრებო საკითხებთან, ჯანმრთელობასთან და, ზოგადად, რეჟიმთან. ამიტომ მიჰყევით რუტინულ საქმეებს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს დრო კარგია სურვილების ჩასაფიქრებლად, სასურველი მომავლის მოდელის კონფიგურაციისთვის. ასეთ მომენტებში კოსმოსი ღიაა და ჩვენი სურვილები ასმაგი სისწრაფით სრულდება.

სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ჭეს­თან! ზო­გა­დად, აჯო­ბებს არ და­გეგ­მოთ გრძელვადიანი მოგზაურობები. თავი შე­ი­კა­ვეთ ასე­ვე მსხვი­ლი ფი­ნან­სუ­რი ვალდებულებების აღე­ბის­გან. მო­ე­რი­დეთ კრედიტებსა და ვა­ლებს (რო­გორც ფუ­ლის სესხებას, ისე გა­სეს­ხე­ბას). ნუ და­გეგ­მავთ ამ პე­რი­ოდ­ში ქორწინებას, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გაფორმებას ან ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის პრო­ცე­დუ­რებს. თუკი არ გსურთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი გარ­კვე­ულ პრობ­ლე­მად იქ­ცეს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

ასტროლოგების თქმით, სავსე მთვარე არის ენერგიის პიკი თვის განმავლობაში. სავსემთვარეობის შემდეგ ადამიანის ენერგია თანდათან კლებას იწყებს. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია სავსემთვარეობამდე მოახერხოთ მაქსიმუმის გაკეთება თქვენს მიმდინარე საქმეებსა და პროექტებში, შემდეგ კი მეტი ყურადღება დაუთმეთ ანალიზს და იმის გაცნობიერებას, თუ რა უფრო გსურთ.

მანანა ბანძელაძე

p. s. მთვარის შემდეგი დაბნელება 2025 წლის 7 სექტემბერს მოხდება. ის თბილისის დროით 7 სექტემბრის 19:28 სთ-ზე დაიწყება და 8 სექტემბრის  00:55 სთ-მდე გაგრძელდება. ეს დაბნელება უფრო დიდხანს გასტანს, ვიდრე 14 მარტის (1 სთ 22 წუთით მეტხანს გაგრძელდება). დაბნელების სრული ფაზის ხანგრძლივობა  21:30 სთ-იდან  22:52 სთ-მდე გასტანს.

29 მარტს კი მზის ნაწილობრივი დაბნელების მომსწრენი გავხდებით თბილისის დროით 12:51 სთ-იდან 16:44 სთ-მდე ანუ დაბნელების სრული ხანგრძლივობა დაახლოებით 4 სთ იქნება. დედამიწაზე მზის დაბნელების ყველაზე დიდი ფაზა – 0,936 დადგება 14:49 სთ-ზე თბილისის დროით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close