მიგრაციასაზოგადოებასაქართველო

რამდენი ქართველი ცხოვრობს უცხოეთში – ემიგრანტების უახლესი სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, დღეს საქართველოს 1,5 მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს საზღვარგარეთ. ამის შესახებ მან 7 მარტს, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ამავე თემაზე პრეზენტაცია წარადგინა.

კონსტანტინიდის განმარტებით, მის მიერ წარდგენილი მონაცემები არაოფიციალურია, რადგან იგი მოიცავს მხოლოდ საელჩოებიდან და დიასპორიდან მიღებულ ინფორმაციას, მოქალაქეთა დიდი ნაწილი კი უცხოეთში ლეგალური სტატუსის გარეშეა.

მანვე წარადგინა უცხოეთში მცხოვრები ქართველების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით. კონსტანტინიდმა იქვე აღნიშნა, რომ „სულ ცოტა ხნის წინ“ აშშ ხუთეულშიც არ შედიოდა, ბოლო დროს კი განსაკუთრებით გაიზარდა იქ წასულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი.

სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასეთია:

„პრაქტიკულად, დიასპორის რამდენიმე ტალღაზე გვაქვს საუბარი. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ვინც დღემდე წავიდა საზღვარგარეთ, ის ციფრები გვაქვს მოტანილი“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ცნობისათვის: 2019 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3.72 მილიონს შეადგენდა. კიდევ უფრო წინა, 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მიხედვით, მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა 3.7 მლნ იყო. 2002 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობა 4.4 მლნ-ს შეადგენდა, რაც 1989 წელს ჩატარებული აღწერის მაჩვენებელზე ერთი მლნ-ით ნაკლებია.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ მოსახლეობის დეპარტამენტის განმარტებით, „საერთაშორისო მიგრანტი“ არის ადამიანი, რომელიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა სხვა ქვეყანაში და არა იქ, სადაც დაიბადა.

ქართული ემიგრაცია ციფრებში – ოფიციალური სტატისტიკა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close