რას არ გაიგებ/ფაქტებიშეუცნობელი

„ღმერთი არის უმაღლესი დონის მათემატიკოსი“ – ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერმა ღმერთის არსებობის მათემატიკური მტკიცებულება მოიყვანა

ასეიმეტრია სამყაროში მატერიალურსა და არამატერიალურს შორის განისაზღვრება, როგორც წინასწარი ჩანაფიქრის მტკიცებულება

მეცნიერება და რელიგია ხშირად განიხილება, როგორც დაპირისპირებული სფეროები, მაგრამ ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი და და აერონავტიკის ინჟინერი ვილი სუნი განსხვავებულ თვალსაზრისს გვთავაზობს. მას სჯერა, რომ ფიზიკის ფუნდამენტური კანონები შეიძლება ღმერთის არსებობის მტკიცებულება გახდეს. მეცნიერის კვლევამ, რომელიც კვანტური მექანიკის პრინციპებს და ანტიმატერიის თეორიას ეფუძნება, მწვავე დებატები გამოიწვია სამეცნიერო საზოგადოებაში.

ვილი სუნი  მიიჩნევს, რომ სამყაროს ფიზიკური კანონები და პირობები იმდენად სრულყოფილად არის მომართული სიცოცხლის არსებობისთვის, რომ ძალიან საეჭვოა, ეს შემთხვევითი იყოს. ამის შესახებ DailyMail-ი წერს.

მაგალითისთვის მეცნიერს მოჰყავს ანტიმატერიის არსებობის მათემატიკური პროგნოზი, რომელიც 1928 წელს გააკეთა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა პოლ დირაკმა.

დირაკი მუშაობდა იმის გასაგებად, თუ რატომ შეუძლია ზოგიერთ ნაწილაკს სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად მოძრაობა. იმ დროს არსებობდა ნელი ელექტრონების განტოლებები, მაგრამ სუბატომური ნაწილაკები საიდუმლოდ რჩებოდა.

პროფესორმა დირაკმა ალბერტ აინშტაინის ცნობილი განტოლება E = mc2 დააკავშირა კვანტური მექანიკის განტოლებასთან, რომელიც შრედინგერმა შექმნა. აინშტაინის ფორმულამ დაადგინა, რომ მასის მქონე ობიექტს არ შეუძლია სინათლის სიჩქარით მოძრაობა, მაშინ როცა მეორე ფორმულა ნაწილაკის გარკვეულ დროს გარკვეულ ადგილას ყოფნის ალბათობას ადგენს.

თავდაპირველმა ამოხსნამ არ იმუშავა, ამიტომ დირაკმა დაამატა დამატებითი ტიპის ელექტრონი უარყოფითი ენერგიით. შედეგმა საგონებელში ჩააგდო სამეცნიერო საზოგადოება და ახალი იდუმალება შემოიტანა. მაგრამ უარყოფითად დამუხტულმა ელექტრონმა ამოხსნა ისეთი მარტივი და ელეგანტური გახადა, რომ დირაკი მიხვდა: ეს სიმართლე იყო!

ათ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ატმოსფეროს ზედა ფენებში კოსმოსურ სხივებზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ანტიმატერიის პირველი ნაწილაკები, რამაც დირაკის ჰიპოთეზა დაადასტურა.

მისმა აღმოჩენამ ფიზიკაში ახალი კარი გააღო, რომელიც კვანტური ველების თეორიით არის ცნობილი. 1963 წელს დირაკმა სამეცნიერო ჟურნალებში ღმერთი აღწერა, როგორც „უმაღლესი დონის მათემატიკოსი“.

„როგორც ჩანს, ბუნების ერთ-ერთი ფუნდამენტური მახასიათებელია, რომ ფიზიკის ფუნდამენტური კანონები აღიწერება დიადი სილამაზისა და ძალის მათემატიკური თეორიის ტერმინებში, რომლის გასაგებად მათემატიკის საკმაოდ მაღალი დონეა საჭირო“, – წერდა დირაკი.

ანტიმატერია და მატერია ერთად შეიქმნა დიდი აფეთქების შემდეგ, მაგრამ ანტიმატერია სამყაროში ნაკლებია. ანტიმატერიას აქვს მატერიის საპირისპირო მუხტი, ამდენად, ისინი რომ თანაბარი ყოფილიყვნენ, ერთმანეთის კომპენსირებას მოახდენდნენ.

რეალურად, ეს ასიმეტრია სამყაროში მატერიასა და ანტიმატერიას შორის განიმარტება, როგორც მიზანმიმართული ჩანაფიქრის ნიშანი (რომ სამყარო ღმერთმა შექმნა წინასწარი განზრახვით).

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close