ვიდეოსაზოგადოებასაქართველო

ცნობილია ახალგაზრდის ვინაობა, რომელიც მეტეხის ხიდზე დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლა (ვიდეო)

თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხიდ­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი მტკვარ­ში ჩა­ვარ­და. ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშ­ვე­ლებ­მა იქ ცხედარი იპო­ვეს.

სა­მაშ­ვე­ლო სამუშაოს რამდენიმე საათი დასჭირდა, ვი­ნა­ი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლი 17 მეტ­რის სიღრმეზე იყო ჩავარდნილი. როდესაც მყვინთავებმა „ფორ­დის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი წყლის ზე­და­პირ­ზე ამოიტანეს, ნახეს, რომ სალონში გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი იყო.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გიგი ზა­რან­დიაა. როგორც მისი ოჯახის ერთ-ერთი ნათესავი, ელენე შენგელია წერს ფეისბუქში, გიგი  ახალი დაქორწინებული იყო, წყვილი ბავშვს ელოდებოდა და 10 დღეში ქორწილი უნდა გადაეხადათ.

„ად­რეც და­ე­მარ­თა ავა­რია. 2 წლის წინ ბა­ი­კით და­იმ­ტვრა, მა­შინ რა­ღაც პე­რი­ო­დი კო­მა­ში იყო, მერე ბა­ი­კი გა­ყი­და და ახლა მან­ქა­ნით და­ე­მარ­თა. არა­და მძღო­ლიც მა­გა­რი იყო და პი­როვ­ნუ­ლა­დაც უკარ­გე­სი ადა­მი­ა­ნი“, – ჰყვე­ბი­ან მას­ზე ახ­ლობ­ლე­ბი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close